რას აკეთებს ჯენიფერ ლოპესი "წლის საუკეთესო სახის კანის" ტიტულის მოსაპოვებლად

რას აკეთებს ჯენიფერ ლოპესი "წლის საუკეთესო სახის კანის" ტიტულის მოსაპოვებლად

ახლახან მსოფლიო ვარსკვლავმა, ამერიკელმა მომღერალმა, მსახიობმა და კომპოზიტორმა ჯენიფერ ლოპესმა, იმავე ჯეი ლომ, მოიპოვა ტიტული "წლის საუკეთესო სახის კანის" მქონე. მისი ვიზაჟისტი ემი ტეილორი კი "წლის საუკეთესო ვიზაჟისტად" დასახელდა. ცოტა ხნის წინ ჯენიფერ ლოპესმა ავსტრალიის ქალაქებში კონცერტები გამართა. მას თან ახლდა ვიზაჟისტი ემიც. სიდნეის სილამაზის ცენტრმა ემი ტეილორი ვიზაჟის კურსების ჩასატარებლად მოიწვია და პოპულარულ ვიზაჟისტთან შეხვედრა მოვახერხე. როგორ უვლის თავს ჯენიფერ ლოპესი და რა არის მისი სილამაზის საიდუმლო, ამას ემი ტეილორისგან შევიტყობთ.

- ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო არის ის, რომ დილაობით კანის გამოსაფხიზლებლად მიმიკურ ვარჯიშებს აკეთებს, იწმენდს სახის კანს, იყენებს მატონიზებელ საშუალებებს, დამატენიანებელ კრემს, იცავს სახის კანს მზისგან. სვამს დიდი რაოდენობით წყალს.

- როგორ გავიკეთოთ კარგი მაკიაჟი?

- საშინაო პირობებში სასურველია მსუბუქი მაკიაჟის გაკეთება - თვალის კონტური, წამწამების, ლოყისა და ტუჩის ფერის შეცვლა. კარგი იქნება, თუკი ქალბატონები ერთხელ მაინც გაივლიან კონსულტაციას ვიზაჟისტთან და გაეცნობიან, როგორ წარმოაჩინონ თავი ლამაზად.

- რას ინახავს ჯენიფერ ლოპესი კოსმეტიკის ჩანთაში?

- ჯენიფერის ჩანთაში იპოვით: ტუჩის ბალზამს, სუნამოს, ტუშს და დამატენიანებელ კრემს. ერთხელ ჯენიფერს კურიოზიც შეემთხვა. კლიპის გადაღებისას აღმოაჩინა, რომ მისი კოსმეტიკის ჩანთა დაიკარგა. ატეხა წივილ-კივილი. მითხრა, წყალსაც წაუღია ის ჩანთა, მხოლოდ იმას ვდარდობ, რომ იმ ჩანთაში ჩემი თაყვანისმცემლის სავიზიტო ბარათი მედო, ის ბიჭი ძალიან მომწონს და არ ვიცი, როგორ დავუკავშირდეო (იცინის).

- ვიზაჟისტებისადმი პრეტენზიულია?

- ჩემთან პრეტენზია არასდროს ჰქონია, ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ და ზუსტად ვიცი, რა სჭირდება. ისიც მენდობა.

- როგორ უვლის სხეულს ჯენიფერ ლოპესი?

- ხშირად სტუმრობს სპორტდარბაზს, ბევრს ვარჯიშობს, საკუთარ წონას მუდამ აკონტროლებს. დილაობით დარბის, ცურავს­. სწორად იკვებება, ბევრ ხილსა და ბოსტნეულს იღებს, ერიდება მაღალკალორიულ საკვებს.

- ურჩიეთ ქალბატონებს, როგორ მოუარონ თავს სახლის პირობებში.

- ქალბატონებო, არ იზარმაცოთ, მოუარეთ სახის კანს, დაატენიანეთ, სწორად იკვებეთ, გაიღიმეთ და იქნებით ისეთივე ლამაზები, როგორიც ჯენიფერ ლოპესია.

ინტერვიუ: "ქალბატონებო, მოუარეთ სახის კანს, გაიღიმეთ და იქნებით ისეთივე ლამაზები, როგორიც ჯენიფერ ლოპესია"

სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" სიდნეიდან, თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება