ამერიკამ სომალის მთავრობა აღიარა

ამერიკამ სომალის მთავრობა აღიარა

20 წლის შემდეგ პირველად, აშშ-მა ოფიციალურად აღიარა სომალის მთავრობა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში, სომალის პრეზიდენტთან ჰასან შეიხ მოჰამუდთან შეხვედრისას განაცხადა.

მოჰამუდი სომალის სათავეში 2012 წელს, დიქტატორ მოჰამედ სიად ბარის რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩაუდგა.

"დღეს ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ჩვენს ურთიერთობაში. ეს არის ღია, გამჭვირვალე დიალოგი იმაზე, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია სომალელი ხალხისთვის, რათა მათ შეძლონ ოცნებების რეალიზება", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

სომალიში 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა სამოქალაქო დაპირისპირება. ქვეყანაზე კონტროლის დაწესებას ერთბაშად რამდენიმე ისლამისტური დაჯგუფება ცდილობდა, მათ შორის "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული "ალ-შაბაბი".

ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის გაწყვეტილი ჰქონდა დიპლომატიური ურთიეთობა სომალისთან. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, შესაძლოა, ახლო მომავალში სომალიში აშშ-მა საელჩო გახსნას.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა