ოქსანა გრიგორიევა ადვოკატებს საბოტაჟში ადანაშაულებს

ოქსანა გრიგორიევა ადვოკატებს საბოტაჟში ადანაშაულებს

ჰოლივუდის ვარსკვლავის, მელ გიბსონის ყოფილი საყვარელი, რუსი პიანისტი და მომღერალი ოქსანა გრიგორიევა ადვოკატებს საბოტაჟში ადანაშაულებს.

საქმე 2011 წლის სკანდალს შეეხება, როდესაც ოქსანამ გიბსონი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ხანგრძლივი სასამართლო განხილვები ოქსანას სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პიანისტს კომპენსაციის სახით მიღებული თანხა - 750 000 დოლარი შემოეფლანგა.

ოქსანა ირწმუნება, რომ მისმა პირადმა ადვოკატებმა, რონ ლიტზმა და დენიელ ჰოროვიტზმა ყველა ხელშეკრულება გიბსონის სასარგებლოდ გააფორმეს და ის საბოტაჟის მსხვერპლია. ოქსანას სარჩელში მითითებულია, რომ ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მას აღარ აქვს უფლება მომავალში უთანხმოების არსებობის შემთხვევაში, მსახიობის წინააღმდეგ ლეგალურად იბრძოლოს; ოქსანა შიშობს, რომ, შესაძლოა, გიბსონმა მათ საერთო შვილს, ლუსის, ფულადი დახმარება შეუწყვიტოს.

ოქსანას ბრალდებები სასაცილოდ არ ჰყოფნით მის ყოფილ ადვოკატებს.

"ამ ქალს ნორმალურად ცხოვრება არ შეუძლია. დაჯდეს სახლში და შვილს მიხედოს. არ მესმის, რატომ იბრძვის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც მისთვის კარგი უნდათ", - განაცხადა ოქსანას ადვოკატმა.

მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება