ჯერი ჰოლიველი რუს ბიზნესმენს ხვდება

ჯერი ჰოლიველი რუს ბიზნესმენს ხვდება

გასული წელი Spice Girls-ის წევრისთვის, ჯერი ჰოლიველისთვის საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა არანაკლებ წარმატებულად დაიწყო მომღერლისთვის 2013-იც. ვარსკვლავს ახალი საყვარელი ჰყავს.

ჯერიმ რომანი რუს ბიზნესმენთან, 39 წლის ანტონ კაზუბოვსკისთან გააბა. პაპარაცებმა წყვილი ერთად რამდენჯერმე გადაიღეს. როგორც მედია იუწყება, ანტონი ბრიტანეთში აზარტული თამაშების ბიზნესშია ჩართული და ლონდონის მაღალ წრეში ტრიალებს.

"ჯერი და ანტონი ერთად უკვე რამდენიმე თვეა არიან. მათ უკვე მოასწრეს რომანტიკული მოგზაურობა რომში. ანტონი ჯერისთვის იდეალური პარტნიორია: მხიარულია, სიმპათიურია, ბევრი მეგობარი ჰყავს და რაც მთავარია, ბევრი ფული აქვს", - აცხადებს ჯერის ახლო მეგობარი.

ვარსკვლავი ადრეც ხვდებოდა რუს ბიზნესმენს ევგენი ლებედევს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება