ჯონ გალიანო მოდის სამყაროს უბრუნდება

ჯონ გალიანო მოდის სამყაროს უბრუნდება

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც დიზაინერი ჯონ გალიანო Dior-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზი გალიანოს მიერ გაკეთებული ანტისემიტური განცხადებები იყო.

ახლა კი ცნობილი დიზაინერი მოდის სამყაროს უბრუნდება, თუმცა არა როგორც დამოუკიდებელი მეწარმე, არამედ როგორც ცნობილი ბრენდის Oscar de la Renta-ს თანამშრომელი.

ოსკარ დე ლა რენტამ ჯონ გალიანოს ნიუ-იორკის ოფისში დროებით მუშაობა შესთავაზა. ოსკარ დე ლა რენტა და ჯონ გალიანო ბრენდის ახალ კოლექციას ნიუ-იორკის მოდის კვირეულისთვის ერთად მოამზადებენ.

"მე და ჯონი ერთმანეთს წლებია ვიცნობთ და ვმეგობრობთ. მე მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მოხარული ვარ, რომ მე ვაძლევ საშუალებას ისევ დაუბრუნდეს მოდას" - განაცხადა ოსკარ დე ლა რენტამ.

ჯონ გალიანომ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა მეგობარს დახმარებისთვის.

"ვამბობდი და ვაკეთებდი ისეთ რამეებს, რაც ებრაული საზოგადოების წარმომადგენლებს გულს სტკენდა. მე საჯაროდ მოვიხადე ბოდიში და დღემდე ვითხოვ პატიებას. ახლაც მინდა გამოვისყიდო დანაშუალი იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც შეურაცხყოფა მივაყენე. გასული ორი წელი რეაბილიტაციას დავუთმე. სიტყვებით ვერ აღვწერ როგორი მადლობელი ვარ ოსკარის იმისთვის, რომ მასთან ერთად მუშაობის საშუალება მომცა", - განაცხადა ჯონ გალიანომ.

მომზადებულია Fashion Telegraph-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება