იულია ტიმოშენკო დეპუტატის მკვლელობაში ეჭვმიტანილად სცნეს

იულია ტიმოშენკო დეპუტატის მკვლელობაში ეჭვმიტანილად სცნეს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ორი ყოფილი პრემიერი - იულია ტიმოშენკო და პაველ ლაზარენკო 1996 წელს უმაღლესი რადას დეპუტატის, ევგენი შჩერბანის მკვლელობაში ეჭვმიტანილად სცნო. ამის შესახებ "ბიბისი"-ს რუსული სამსახური იუწყება.

ციხეში მყოფი ტიმოშენკოსთვის ოფიციალური ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა მას "დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის" უწყება გაუგზავნეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის განაცხადებით, გამოძიებით მოპოვებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ტიმოშენკომ, პაველ ლაზარენკოსთან ერთად, დეპუტატის მკვლელობა შეუკვეთა. მკვლელობის მიზეზად კი, გენპროკურატურა ბიზნესთან დაკავშირებულ კონფლიქტს ასახელებს.

უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მუხლი, რომლითაც ყოფილ პრემიერს ბრალდებას წაუყენებენ, სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

იულია ტიმოშენკო უკრაინის ციხეში 7-წლიან სასჯელს იხდის თანამდებობის უფლებამოსილების გადამატების ბრალდებით. ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2009 წელს, რუსეთთან საგაზო კონტრაქტის ხელმოწერის ბრალდებით გაასამართლეს. გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, ტიმოშენკო ხარკოვის სააავადმყოფოში მკურნალობს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა