Forbes-მა ყველაზე შემოსავლიანი ეკრანული წყვილები დაასახელა

Forbes-მა ყველაზე შემოსავლიანი ეკრანული წყვილები დაასახელა

კინოსაგა "ბინდში" მთავარი როლის შემსრულებლები, კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე შემოსავლიან ეკრანულ წყვილად დაასახელა. ჟურნალის შედგენილ რეიტინგში ყველაზე მომგებიანი რომანტიული ეკრანული წყვილები მოხვდნენ. Forbes-მა ბოლო სამი წლის განმავლობაში ფილმის კინოგაქირავებიდან შემოსული თანხები დათვალა.

"ბინდის" შემოსავალმა 1,17 მლრდ დოლარი შეადგინა. პატინსონი რიზ უიზერსპუნთან ერთად ამავე რეიტინგში 10-ე ადგილზე აღმოჩნდა. უიზერსპუნთან ერთად მან ფილმში - "წყალი სპილოებს" (58 მლნ დოლარი) ითამაშა.

მეორე ადგილზე ჩენინგ ტატუმი და რეიჩელ მაკადამსი არიან, რომლებიც სურათში "ფიცი" (2012) მონაწილეობენ. ამ ფილმმა 200 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო პროდუსერის სუფთა მოგებამ 30 მილიონი შეადგინა. ტატუმმა ადამ სეიფრიდთან ერთად მეექვსე ადგილიც დაიკავა (ფილმი "ძვირფასო ჯონ").

სამეულს ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი ("თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ") ასრულებენ. ფილმმა დაახლოებით 200 მლნ დოლარი მოაგროვა.

ლიამ ჰემსვორტმა და მაილი საირუსმა ფილმით "უკანასკნელი სიმღერა" მერვე ადგილი დაიკავეს, ხოლო ზაკ ეფტონმა და ტეილორ შილინგმა სურათით "იღბლიანი" - მეცხრე ადგილი. 

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება