ლეონარდო დი კაპრიო კინოს ტოვებს

ლეონარდო დი კაპრიო კინოს ტოვებს

მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ გადაწყვიტა კინოზე დროებით უარი თქვას და თავი გარემოს დაცვის საკითხებს მიუძღვნას. ამის შესახებ მსახიობმა გერმანულ ტაბლოიდ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

დი კაპრიომ განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მან სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა და გადაიღალა. ეს იყო კვენტინ ტარანტინოს "ჯანგოს თავისუფლება", ბაზ ლურმანის "დიდ გეტსბი" და მარტინ სკორსეზეს "უოლ-სტრიტის მგელი".

"მსურს მსოფლიო ცოტათი მაინც შევცვალო, მსოფლიოს გარშემო ვიფრენ და გარემოს დასაცავად კეთილ საქმეებს გავაკეთებ", - აღნიშნა 38 წლის მსახიობმა. დი კაპრიო სხვადასხვა "მწვანე" ინიციატივითაა ცნობილი. Bild-თან ინტერვიუში მან დასძინა, რომ ელექტრომობილს იყენებს და სახლის სახურავზე მზის ბატარეები დაამონტაჟა.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება