კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი "ჯანგოს თავისუფლება" რეჟისორის გადაღებულ ფილმებს შორის, ჩრდილოეთ ამერიკაში, ყველაზე მომგებიანია. 17 იანვრისთვის აშშ-სა და კანადაში გაქირავებიდან შემოსულმა თანხამ 130 მლნ დოლარს მიაღწია.
საერთაშორისო დონეზე კი სურათს "უსახელო ნაბიჭვრების" დამყარებული რეკორდის (321,5 მლნ დოლარი) მოხსნა მოუწევს. ჩრდილოეთ ამერიკაში "უსახელო ნაბიჭვრების" შემოსავალმა 120 მლნ დოლარი შეადგინა.
აშშ-ი ფილმის გაქირავებით The Weinstein Company-ია დაკავებული, მაშინ როცა საერთაშორისო გაყიდვებს Sony ახორციელებს.
"ჯანგოს თავისუფლება" წელს პრემია "ოსკარის" ხუთი ნომინაციის პრეტენდენტია კატეგორიებში: "საუკეთესო ფილმი" და "საუკეთესო ორიგინალური სცენარი". მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთსო შესრულებისთვის კი კრისტოფ ვალცი იბრძოლებს.
ვალცის გარდა ვესტერნში - "ჯანგოს თავისუფლება" მონაწილეობენ: ლეონარდო დი კაპრიო, ჯეიმი ფოქსი, ჯონა ჰილი და სემუელ ლ.ჯექსონი.
მომზადებულია Film-News-ის მიხედვით.