ლას-ვეგასში AVN-ის პრემიის, იგივე "პორნო-ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ტრიუმფატორებად ფილმ "Wasteland"-ის შემქმნელები იქცნენ.
ეს სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ორი მეგობარი გოგონას ვნებიან სიყვარულზე მოგვითხრობს, 100 ნომინაციიდან 15-ზე იყო წარდგენილი. საბოლოოდ კი "წლის ფილმად" და "საუკეთესო დრამად" დასახელდა.
"Wasteland"-ში მთავარი როლების შემსრულებლები, ლილი კარტერი და ლილი ლაბო "საუკეთესო მსახიობის" ნომინაციაზე იყვნენ წარდგენილნი, თუმცა ჟიურიმ გამარჯვებულად ლილი კარტერი დაასახელა.
ჟიურის წევრები აღნიშნავენ, რომ კინოკომპანია Elegant Angel-მა "Wasteland"-ის სახით ისეთი დრამა შექმნა, რომელიც ამ ჟანრის შედევრებს თამამად უწევს მეტოქეობას. მათი თქმით, ფილმის მისამართით ტერმინი "პორნოგრაფია" შეუფერებელია.
საუკეთესო მამაკაც მსახიობად სტივენ სენტ კროი დასახელდა. წლის შოუმენად ჯეიმს დინი, ტრადიციულ წყვილში საუკეთესოდ შესრულებული სექსუალური სცენებისთვის კი ალექსის ფორდი დააჯილდოვეს. სასიყვარულო რომანის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის ფილმ "Torn"-ის შემქმნელები აღიარეს. წლის რეჟისორი კი ალექს ბრაუნი გახდა.
ყველაზე სასაცილო კომედიად "ვარსკვლავურ ომებზე" შესრულებული პაროდია აღიარეს, საუკეთესო პაროდიულ დრამად კი "სპარტაკის" პორნო-ვერსია.
კინოკრიტიკოსების შეფასებით, პორნო-პაროდიების მიმართ მაყურებლის ინტერესი აშკარად შენელებულია, სამაგიეროდ ძალზე მოთხოვნადია მაღალბიუჯეტიანი "ფილმები ზრდასრულთათვის", რომელთა საავტორო უფლებები მაღალ დონეზეა დაცული.
მომზადებულია avnawards.avn.com-ის მიხედვით.