საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მსახიობმა პრესა, რადიო და ტელევიზია აალაპარაკა

საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მსახიობმა პრესა, რადიო და ტელევიზია აალაპარაკა

დავით მალტეზე, ანუ დავით მაღალდაძე უკვე 18 წელია, საბერძნეთში ცხოვრობს, თეატრალური სასწავლებელი იქ დაამთავრა და ამჟამად ათენში საკმაოდ ცნობილი თეატრალური მსახიობია, უკვე რამდენიმე რეკლამაშიც გადაიღეს, ჯერჯერობით ბედი კინოში არ უცდია. როგორც თავად გვითხრა, საბერძნეთში ისეთი დონის მსახიობებთან თამაშობს, როგორიც საქართველოში სოფიკო ჭიაურელი გახლდათ.

-  საინტერესოა, დღეს წარმატების რა ეტაპზე ხართ?

-  2009 წელს წარმადგინეს მამაკაცის საუკეთესო როლის ჯილდოზე, ჩემი კონკურენტები საკმაოდ ცნობილი ბერძენი მსახიობები გახლდნენ, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონია თეატრალურ სამყაროში მუშაობის 15-წლიან გამოცდილებაზე ნაკლები.

-  რომელ თეატრში თამაშობთ?

-  საბერძნეთში არ არის ასეთი წესი, რომ მსახიობი რომელიმე კონკრეტულ თეატრში მოღვაწეობდეს. სადაც დაგიძახებენ, შეგიძლია, იქ ითამაშო. მეც ასე ვარ. ყოველ წელს სხვადასხვა თეატრში მიწევს თამაში. იყო ისეთი პერიოდიც, რომ 2-3 წელიწადი ერთსა და იმავე თეატრში ვთამაშობდი.

-  თქვენ ჯილდო ახსენეთ, მოიპოვეთ ის?

-  სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვე. სიმართლე გითხრათ, გული არ დამწყვეტია, რადგან ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, თეატრში ჯილდოების გამო მეთამაშა. წარმადგინეს სპექტაკლისთვის, რომლის სცენარიც ერთ-ერთი რეპეტიციის დროს დავწერეთ. სპექტაკლი ემიგრანტების ცხოვრებას ასახავდა. ეს იყო ჩემი, როგორც ემიგრანტის და ასევე, რამდენიმე სხვა ემიგრანტის ისტორიები, რომლებიც თავს გადაგვხდა. ეს თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, უცხო სახელმწიფოში 16 წელია, ემიგრანტი ვარ. ამ წლების განმავლობაში არც ერთი წუთით არ მიგრძნია თავი აქაურად. საინტერესოა ასევე, როგორ აღიქვამს ადგილობრივი მცხოვრებელი უცხო ქვეყნიდან ჩამოსულებს, რადგან მათ შორის ბევრია სხვადასხვა კულტურის, რელიგიის წარმომადგენელი. უამრავი ქართველია აქ. როგორ გრძნობენ უცხოელები თავს საბერძნეთში და რა დამოკიდებულება აქვთ მათდამი ადგილობრივ მცხოვრებლებს, სახელმწიფოს - ეს თემატიკა აისახა სპექტაკლში.

90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, საბერძნეთს უამრავი ემიგრანტი შემოესია. გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში ეს სისტემა უფრო დალაგებული იყო. აქ კი სახელმწიფო ამისთვის მზად არ იყო და სიმართლე რომ ვთქვათ, არც ახლა არის ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ. ისე იბადებიან და იზრდებიან ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, არც სამშობლოს მოქალაქეობა აქვთ და არც საბერძნეთის. იბადები და იზრდები ქვეყანაში და ის არ გიღებს, როგორც საკუთარ შვილს. საქართველოში სომხები, აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ და სულ სხვანაირი სტატუსი აქვთ, აქ კი ისეთი გაგება არ არის, რომ არსებობს ბერძენი ქართველი.

სპექტაკლში ვთამაშობდით ქართველი, ალბანელი, ბულგარელი, რეჟისორი კი გახლდათ ნახევრად ბერძენი და ნახევრად ალბანელი. სპექტაკლისთვის იმპროვიზაცია მოვიშველიეთ რეალურ ამბებთან ერთად, ერთი გოგონა დაგვეხმარა, რომ დრამატურგია შეეკრა და სცენარი გამზადებულიყო, 2007 წელს სპექტაკლი პირველად ვითამაშეთ. იმდენი ხალხი მოდიოდა, რომ თეატრში ბალიშების შეკვეთა მისცეს და ხალხი კიბეებზე ისხდა. ვითამაშეთ ორი სეზონის განმავლობაში, თითქმის ერთი წელი, გაუჩერებლად მიდიოდა ეს სპექტაკლი, პარასკევს, შაბათსა და კვირას დღეში ორჯერაც ვთამაშობდით.

-  ალბათ ამ სპექტაკლმა მოგიტანათ პოპულარობა?

-  იქამდეც იცოდნენ, რომ ასეთი მსახიობი არსებობდა, თუმცა მართალი ხართ, ამ სპექტაკლის შემდეგ ჩემით დაინტერესდა პრესა, რადიო და ტელევიზია. საბერძნეთში ემიგრანტის ზოგადი სურათი ასეთია - ნაწვალები, მშიერი ადამიანი, აუცილებლად უსაბუთო, ქურდი, მოკლედ, ამ ყველაფერს ძალიან ცუდად უყურებენ. უცბად კი გამოჩნდა სამი ადამიანი, მსახიობები, რომლებიც მშვენივრად მეტყველებენ ბერძნულად, რომლებმაც სასწავლებლები საბერძნეთში დაამთავრეს. ამიტომაც ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია. კითხულობდნენ, როგორ, ემიგრანტებს თეატრშიც შეუძლიათ თამაში? ამისთვისაც სცალიათო? დამისვეს შეკითხვები იმის შესახებ, როგორ ვახერხებდი საკუთარი თავის რჩენას და პარალელურად თეატრში მუშაობასაც. ტელევიზიებში რომ გვიწვევდნენ, იმდენად უაქცენტოდ ვლაპარაკობთ ბერძნულად, რომ ვერ იგებდნენ, რომელი იყო ჩვენ შორის ემიგრანტი. რადგან დავითი მქვია, ებრაელი ვეგონე.

-  თქვენ გვარი შეიცვალეთ?

-  დიახ, დავით მაღალდაძე გახლავართ, მალტეზედ გადავიკეთე, რადგან ჩემი გვარის დაწერა ძალიან უჭირდათ ჟურნალისტებს. ამან მაიძულა, რაღაც მომეგონებინა, რომ გამოსათქმელად და დასაწერად ადვილი ყოფილიყო. არ მინდოდა, რომ ბერძნულ გვარს დამსგავსებოდა, რადგან დასამალი არაფერი მქონდა. მალტეზე ბერძნულ გვარს არანაირად არ ჰგავს და ეტყობა, რომ მისი მატარებელი უცხოელია. ეს იყო ჩემი მიზანი, როდესაც ფსევდონიმს ვარჩევდი.

-  სპექტაკლმა, რომელზეც ვისაუბრეთ, რაიმე გარდატეხა მოახდინა თქვენს კარიერაში?

-  რასაკვირველია, წამოვიდა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მსახიობობის გარდა მუსიკოსი გახლავართ, ვუკრავ საქსოფონზე, გიტარაზე, ცოტა პიანინოსა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მსახიობისთვის ეს ისეთივე საჭიროა, როგორც მშენებლისთვის ჩაქუჩი. როდესაც მსახიობს ბევრი რამ შეუძლია, უფრო მეტი შანსი აქვს, რომ როლი მიიღოს. ენების ცოდნაც ძალიან მეხმარებოდა, რუსულ და ინგლისურ ენებსაც ვფლობ. ამ სპექტაკლის წარმატების შემდეგ მიმიწვია საქართველოში ცნობილმა ბერძენმა რეჟისორმა მიხაილ მარმარინოსმა. მასთან ერთ სეზონზე ვითანამშრომლე, შემდეგ კი უკვე შემოთავაზებებმა იმატა. იმ ეტაპამდე მივედი დღეს, რომ იშვიათად მიწვევს კასტინგებზე წასვლა, თავად მიწვევენ სპექტაკლებზე.

-  ქუჩაში გცნობენ?

-  დიახ, შემიძლია ასე ვთქვა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემ გამო დადიან სპექტაკლებზე. მერე მწერენ იმეილზე, "ფეისბუქზე". თუკი ცენტრში ვიმყოფები, 30-40-ჯერ მომხდარა ისეთი ფაქტი, რომ ქუჩაში გავუჩერებივარ თაყვანისმცემელს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ყოველდღე მაჩერებენ. ძალიან სასიამოვნოა მაყურებლის სითბო და სიყვარული. ეს არის ჩემთვის დიდი ჯილდო და არა ვთქვათ, "ოსკარი" ან სხვა რაიმე ჯილდო. როდესაც ხალხი აღიარებს შენს ტალანტს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

-  ტელევიზიიდან არ გქონიათ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, კინოდან?

-  სერიალების კასტინგებზე რამდენჯერმე დამპატიჟეს, მაგრამ უარი ვუთხარი. მაინცდამაინც არ მომწონს სერიალებში მუშაობა, რადგან იქ საქმეს ცოტა არასერიოზულად უდგებიან. რაც შეეხება კინოს, რამდენიმე ფილმში პატარ-პატარა როლები შევასრულე, მაგრამ ჯერჯერობით სხვა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მქონია. რამდენიმე ტელერეკლამაში გადამიღეს.

-  რა გახდა იმის მიზეზი, რომ საბერძნეთში წახვედით?

-  საქართველოდან 1996 წელს წამოვედი და 26 აგვისტოს ჩამოვედი საბერძნეთში. მგონი, არ არის აუცილებელი ყველას გავახსენო, რა წლები იყო და რა გაჭირვება 90-იანი წლების საქართველოში. 1993-დან 1996 წლამდე ჯარში ვიყავი. შემდეგ რამდენიმე თვე დავრჩი საქართველოში, ჩემები უკვე წამოსული იყვნენ საბერძნეთში. ყველაფერს ეტყობოდა, რომ სიტუაცია მალე ვერ გამოსწორდებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე საბერძნეთში გამომგზავრება. ტურისტული ვიზით ჩამოვედი, ავტობუსით და გზაში ორი დღე გავატარე. საზღვარზე რომ გადავდიოდი, თან გული მწყდებოდა, თან მიხაროდა. არ ვიცოდი, რა იქნებოდა მომავალში, როდის დავბრუნდებოდი სამშობლოში... როდესაც სპექტაკლს ვდგამდით ემიგრანტების შესახებ და ვეძებდით ამა თუ იმ საინტერესო ამბავს, გადავაწყდით ისტორიას ბერძნების შესახებ, რომლებიც გერმანიაში წავიდნენ 60-იან წლებში. ისინი წლები აგროვებდნენ ნივთებს, რომლებიც საბერძნეთში უნდა ჩამოეტანათ, 30-40 წლის შემდეგ ეს ყუთები ხელუხლებელი ელაგა მათ სახლებში გერმანიაში. მეც ასეთივე შეგრძნება მქონდა, მაგრამ ამასობაში 16 წელი გავიდა...

-  დღეს თავს როგორ გრძნობთ? ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?

-  სიმართლე გითხრათ, სამუდამოდ დავბრუნდები თუ არა, არ ვიცი. საერთოდ, არ მიყვარს გეგმების დაწყობა. იმასაც არ ვაპირებდი, რომ საბერძნეთში 16 წელი მეცხოვრა და არც მსახიობობას ვგეგმავდი, მაგრამ ასე მოხდა.

-  ცნობილ მსახიობებთან ერთად გითამაშიათ სცენაზე?

-  მხოლოდ ცნობილ მსახიობებთან ერთად ვთამაშობ. პირველი სპექტაკლი ისეთი დონის მსახიობთან ერთად ვითამაშე, როგორიც სოფიკო ჭიაურელი გახლდათ საქართველოში. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ერთმა მასწავლებელმა დამაკავა ამ სპექტაკლზე. ჩაბარების დროს აქ ძალიან დიდი კონკურენცია იყო, 1000-ზე მეტი ადამიანიდან 140 მიიღეს და იქიდან უცხოელი მხოლოდ მე გახლდით. საბერძნეთში უძველესი და ყველაზე პრესტიჟული თეატრალური სასწავლებელი დავამთავრე. 2005 წლიდან სეზონზე სამ-ოთხ სპექტაკლში ვარ დაკავებული.

-  საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილხართ?

-  მას მერე, რაც საბერძნეთში ჩამოვედი.

-  დავით, საინტერესოა, პირადი ცხოვრება თუ მოაწყვეთ ამ ხნის განმავლობაში?

-  ჯერ რჩეულს ველოდები (იღიმება). სიმართლე გითხრათ, დაოჯახებაზე სერიოზულად არ მიფიქრია. ტრადიციების დიდი მიმდევარი არ ვარ, აუცილებლად არ მიმაჩნია, გავიცნო გოგონა, მერე გვყავდეს შვილები, დავბერდეთ და ერთად მოვკვდეთ. საქართველოში სულ აქტუალურია შეკითხვა, ცოლი ხომ არ მოიყვანე ან ხომ არ აპირებ (იცინის), ეს კი მე არ მესმის. თუ იარსებებს ისეთი ადამიანი, რომელიც მეყვარება და მენდომება, რომ ჩემი შვილების დედა იყოს, მაშინ გადავდგამ ამ ნაბიჯს, მაგრამ იძულებით და იმის შიშით, რომ მარტო არ დავბერდე, ვერ დავოჯახდები.

-  გიფიქრიათ, ვინ იქნებით, როცა წლები გაივლის?

-  შემიძლია გითხრათ, რა მინდა, რომ მოხდეს. სურვილი მაქვს, რეჟისორი ვიყო. 20 წლის შემდეგ კი მინდა ვიყო წარმატებული რეჟისორი (იღიმის), მაგრამ მსახიობობას თავს არ დავანებებ და ამ ორ პროფესიას ერთმანეთს შევუთავსებ. ერთი სპექტაკლი უკვე მაქვს დადგმული, რომელმაც ფესტივალზე მოწონება დაიმსახურა. 2009 წლის ზამთრის სეზონზე უნდა დამედგა ერთ-ერთ თეატრში, მაგრამ კრიზისის გამო ვერ შევძელი. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია დალაგდება და მომეცემა ამის საშუალება.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება