სელენა გომესს ახალი საყვარელი ჰყავს

სელენა გომესს ახალი საყვარელი ჰყავს

ამერიკელმა პოპ-მომღერალმა და მსახიობმა სელენა გომესმა რეპერ ჯასტინ ბიბერთან ურთიერთობაში საბოლოო ტაიმ-აუტის აღება გადაწყვიტა. სელენას ახალი საყვარელი ჰყავს, რომელიც ფილმ "მონტე კარლოს" გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ის ახალგაზრდა მსახიობი ლუკ ბრეისონია. ფილმის გადაღებები ამჟამადაც მიმდინარეობს.

ახალგაზრდები ერთად დიდ დროს ატარებენ და თავს მხიარულად გრძნობენ. ცოტა ხნის წინ ისინი ერთად ნახეს წვეულებაზე, სადაც მთელი ღამე ცეკვაში გაატარეს.

ბიბერისა და გომესის დაშორების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. წყვილის დაშორების მიზეზად მაშინ ბიბერის ღალატი დასახელდა. თუმცა შობის დღესასწაულამდე ისინი კვლავ ერთად ნახეს.

ბიბერისა და გომესის რომანი 2011 წელს დაიწყო. კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი მუსიკალურ სამყაროში ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მას უკვე გაყიდული აქვს საკუთარი ალბომების 15 მლნ ეგზემპლარი.

სელენა გომესმა სახელი გაითქვა Disney-ის პოპულარულ ტელეპროექტით - "ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან". მის პოპულარობას ხელი მუსიკალურმა სოლო-კარიერამაც შეუწყო.

მომზადებულია alloverpress-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება