აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, 20 იანვარს ბარაქ ობამამ ოფიციალურად დადო ფიცი, როგორც აშშ-ის მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა. იმავე დღეს ფიცი დადო ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმაც.
მოკრძალებული ცერემონია, რომელსაც მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, თეთრ სახლში გაიმართა.
პრეზიდენტის ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონ რობერტსმა მიიღო.
დღეს კი ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ, ინაუგურაციის საჯარო ცერემონია გაიმართება, რომელსაც "ევრონიუსის" ინფორმაციით, 800 ათასი ადამიანი დაესწრება.
მომზადებულია euronius.com-ის მიხედვით.
იხილეთ ვიდეო: ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ბიონსემ ამერიკის ეროვნული ჰიმნი შეასრულა