პენსიონერმა პლაჟზე ბავშვები ზვიგენისგან იხსნა

პენსიონერმა პლაჟზე ბავშვები ზვიგენისგან იხსნა

ავსტრალიაში 62 წლის ბრიტანელი ტურისტი პოლ მარშალსი უშიშრად ეკვეთა ორმეტრიან ზვიგენს, რომელიც საზოგადოებრივ პლაჟზე წყალმარჩხ ადგილზე გამოჩნდა.

დამსვენებლების ყვირილის გაგონებისთანავე პენსიონერი ტურისტი წყალში ორ მოხალისესთან ერთად შევიდა. მშობლებმა ბავშვების წყლიდან ამოყვანა დაიწყეს, მარშალსი კი ზვიგენს კუდში სწვდა და მის სიღრმეში შეცურებას შეუდგა.

პოლის თქმით, მტაცებელი უკან მობრუნებას და მის კბენას ცდილობდა.

"მესმოდა, რომ ეს ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ზვიგენის მოკვლა არ შემეძლო, მასაც დახმარება სჭირდებოდა", - იხსენებს მარშალსი.

ზვიგენის გამოჩენა ავსტრალიის პლაჟებზე იშვიათი მოვლენა არ არის. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ტურისტებს გმირობისგან თავის შეკავებასა და სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ, თუმცა, პოლის წყალობით, რამდენიმე ბავშვი სიკვდილს გადარჩა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა