ლანა დელ რეი - ”პოპულარობა არაფერია, მაგრამ ის შესაძლოა კარგი საქმისთვის გამოიყენო”

ლანა დელ რეი - ”პოპულარობა არაფერია, მაგრამ ის შესაძლოა კარგი საქმისთვის გამოიყენო”

ცნობილმა მომღერალმა ლანა დელ რეიმ ჟურნალ Madame Figaro-ს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 60-იანი წლების რომანტიზმით იყო შთაგონებული.

ლანამ გამოცემას ინტერვიუც მისცა. ის ინტერვიუში არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მისი კერპების და კოლეგების კარიერას შეეხო. მომღერალმა ქველმოქმედებაზეც ისაუბრა.

ლანა დელ რეიმ განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე წელია დასაქმებულია ფონდში, რომელიც უსახლკარო ადამიანებს ეხმარება. გარდა ამისა, ის აქტიურადაა ჩართული ნარკომანიის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში და ეხმარება მათ, ვინც ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის.

"მინდა, რომ ანჯელინა ჯოლის მსგავსად ვიცხოვრო. მე ვეთანხმები მას, რომ პოპულარობა არაფერია, მაგრამ ის შესაძლოა კარგი საქმისთვის გამოიყენო, მაგალითად, შეაგროვო ფული ქველმოქმედებისთვის", - განაცხადა ლანა დელ რეიმ გამოცემასთან საუბრისას.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Madame Figaro-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება