ვანესა მეი სოჭის ოლიმპიადაზე ტაილანდს წარმოადგენს

ვანესა მეი სოჭის ოლიმპიადაზე ტაილანდს წარმოადგენს

მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ვანესა მეი მუსიკალურ კარიერას წყვეტს. ამ ეტაპზე ვანესა ბედს სპორტში ცდის. 34 წლის ვარსკვლავი 2014 წელს სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე სამთო-სათხილამურო სპორტში ტაილანდის სახელით მონაწილეობას გეგმავს.

ვანესას ახალი მუსიკალური ალბომი 2004 წლიდან აღარ ჩაუწერია, მაგრამ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას ყოველთვის იღებდა, ამჯერად კი დროს მხოლოდ სპორტს დაუთმობს.

"ხალხი გაოცებული რჩება, როდესაც იგებს, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობას ვაპირებ. თუმცა, 14 წლიდან ჩემი ოცნება იყო, თხილამურებზე პროფესიონალურ დონეზე მესრიალა", - განაცხადა ვანესამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ვარსკვლავის თქმით, თხილამურებით სრიალი 4 წლის ასაკში ისწავლა, მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის მუსიკა იყო. ვანესას მუსიკალური კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო. მან წარმატებას ძალიან მალე მიაღწია და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება