მსოფლიოში 197 მილიონი უმუშევარია

მსოფლიოში 197 მილიონი უმუშევარია

მსოფლიოში უმუშევართა რიცხვი 2012 წელს 4 მილიონით გაიზარდა და 197 მილიონს მიაღწია. მომავალში კი, მისი კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი, - ნათქვამია გაერო-ს საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) მოხსენებაში.

როგორც ორგანიზაცია იუწყება, ყველაზე ცუდი მდგომარეობა ახალგაზრდების დასაქმების მხრივ არის - 24 წლამდე ახალგაზრდების 13 პროცენტი დაუსაქმებელია.

უმუშევართა რიცხვის მატება ძირითადად განვითარებად ქვეყნებში შეინიშნება, თუმცა მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე უსამსახუროდ დარჩენილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა განვითარებულ ქვეყნებშიც.

მოხსენებაში "გლობალური დასაქმების ტენდენციები 2013" აღნიშნულია, რომ 2012 წელს მსოფლიოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 6% სამსახურის გარეშე იყო. ამასთან, ერთ წელზე მეტია ევროპის მოსახლეობის მესამედზე მეტი დაუსაქმებელია.

ILO-ს მონაცემებით, 2012 წელს სამსახურის შოვნის იმედი დაკარგა 39 მილიონმა ადამიანმა, რომელთაც დასაქმების ბირჟიდან საკუთარი ანკეტები მოხსნეს.

"ბუნდოვანმა ეკონომიკურმა პერსპექტივებმა და არაადეკვატური ზომების გატარებამ პრობლემების გადასაჭრელად, ინვესტიციებისა და დასაქმებულთა შემცირება გამოიწვია ", - განაცხადა ILO-ს გენერალურმა დირექტორმა გაი რაიდერმა.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორებიც გერმანია, ავსტრია და შვეიცარიაა, სადაც შენარჩუნებულია ხელობის სწავლება, ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.

მოხსენების ავტორთა განცხადებით, 2013 წელს უმუშევართა რიცხვი 5,1 მილიონამდე გაიზრდება, 2014-ში კი 3 მილიონით მოიმატებს.

მომზადებულია ilo.org-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა