სარა ჯესიკა პარკერს "სექსი დიდ ქალაქში" ენატრება

სარა ჯესიკა პარკერს "სექსი დიდ ქალაქში" ენატრება

სარა ჯესიკა პარკერი ქერი ბრედშოუს მიმართ ნოსტალგიას ჩაცმით გამოხატავს. ვარსკვლავი პაპარაცებმა ნიუ-იორკში შენიშნეს. სარა, რომელიც გარეთ მხოლოდ სპორტული სამოსით გამოდის, ამჯერად ისე იყო გამოწყობილი, როგორც ფილმის "სექსი დიდ ქალაქში" მთავარი გმირი.

47 წლის ვარსკვლავს ჭრელი კაბა და მწვანე, ყვავილებით გაფორმებულ მოსასხამი ეცვა. პაპარაცებს არ გამორჩენიათ მსახიობისა და მისი კინოგმირის გარდერობის მსგავსება.

სარას მისი მეუღლე, მეთიუ ბროდერიკი და 10 წლის შვილი, ჯაიმსი ახლდნენ. როგორც პრესამ ივარაუდა, ამერიკის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი ოჯახი ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე მიიჩქაროდა. 

თაყვანისმცემლებმა სარას ჩაცმულობაში მალევე ამოიცნეს ქერი ბრედშოუ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება