კვენტინ ტარანტინოს ვეღარ ცნობენ

კვენტინ ტარანტინოს ვეღარ ცნობენ

რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ წონაში საგრძნობლად მოიმატა. 49 წლის რეჟისორი საყვარელთან, მწერალ ლიანესთან ერთად მექსიკაში ისვენებს. ისინი მთელი დღე სანაპიროზე ირუჯებიან, იახტით სეირნობენ და წყალში ნებივრობენ.

პაპარაცებს თავდაპირველად მისი ცნობა გაუჭირდათ. ტარანტინოს საყვარელი კი ნამდვილად კარგ ფორმაშია. წყვილს რამდენიმე თვეა რომანი აქვს, თუმცა საზოგადოებაში ოფიციალურად საყვარლების სტატუსით მხოლოდ 2 თვის წინ გამოჩნდნენ.

ფოტოსურათების ნახვის შემდეგ პრესაში იხუმრეს, რომ დროა ტარანტინომ ის დიეტა დაიცვას, რომელიც მეგობარს, მსახიობ უმა თურმანს თავად დაუნიშნა.

კვენტინი ხუმრობდა კიდეც, რომ თურმანის მოხდენილი ფიგურის წყალობით, შესანიშნავ რეკლამას გაიკეთებდა და თუკი ჰოლივუდში ყოფნა მობეზრდებოდა, კლინიკას გახსნიდა და დიეტოლოგად მუშაობას დაიწყებდა.

მომზადებულია i4u.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება