როგორ შეხვდნენ რუსკას გამარჯვებას ოჯახის წევრები და რატომ გამოუშვეს ბერას ტელევიზიიდან ნინუცა მაყაშვილი

როგორ შეხვდნენ რუსკას გამარჯვებას ოჯახის წევრები და რატომ გამოუშვეს ბერას ტელევიზიიდან ნინუცა მაყაშვილი

ნინუცა მაყაშვილი მალე "მაესტროს" ერთ-ერთი ახალი სახე გახდება. რუსთაველის თეატრის მსახიობს მცირე სატელევიზიო გამოცდილება "ახალ არხსა" და ბერა ივანიშვილის "ჯიდიესში" დაუგროვდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი "მაესტროს" განახლებული ეთერის დილის გადაცემის წამყვანი გახდება კახა ახვლედიანთან ერთად. ნინუცა ახალმა სამსახურმა ძალიან გაახარა, რადგან ერთი თვის წინ ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს ბერას ტელევიზიიდან, რამაც, როგორც მივხვდით, მსახიობი ცოტა გაანაწყენა. დღეს ამბობს, კარგია, ეს რომ მოხდა, რადგან "ჯიდიესიდან" რომ არ გამოეშვათ, "მაესტროს" კასტინგზეც არ მივიდოდა.

ნინუცას პოპულარული დის, რუსკას შესახებაც დავუსვით შეკითხვები. დავინტერესდით, როგორ შეხვდა ოჯახი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რუსკას გამარჯვებას.

- მამუკა ღლონტმა გაგვიმხილა, რომ "მაესტროს" დილის გადაცემის ეთერში გიხილავთ წამყვანად...

- დიახ, მართალია. შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მიმიღია, თავად მივედი კასტინგზე. რამდენიმეეტაპიანი კასტინგი გავიარე, საბოლოოდ კი ბატონმა მამუკამ მითხრა, რომ დილის გადაცემის წამყვანი ვიქნებოდი.

- ალბათ ძალიან გაგიხარდა.

- რა თქმა უნდა. მართლა ძალიან გამიხარდა. ტელეგამოცდილება მანამდეც მქონდა - "რუსთავი 2"-ის "ახალ არხზე" ვმუშაობდი გადაცემაში "ფოტოლაბორატორია", წამყვანი გახლდით, პარალელურად "იმედში" "შუა ქალაქშიც" მიღებდნენ მცირე ხანს, მერე "ჯიდიესში" გადაცემა მიმყავდა და ახლა უკვე "მაესტროში" ვარ.

- ბერას ტელევიზიაში რატომ არ დარჩი?

- არ ვიცი, თუ დაურეკავთ და ჩემ მაგივრადაც ჰკითხავთ, მადლობელი ვიქნები. ასე უმიზეზოდ თუ შეიძლება თანამშრომლების დათხოვნა და ასეთი რამ თუ შეიძლება მოხდეს ტელევიზიაში, აქამდე არ გამიგია. ალბათ, რადგან მე შემემთხვა, ხდება ხოლმე. უფრო ვრცლად ვერაფერს გეტყვით, რადგან ერთ დღეს მითხრეს, რომ სამსახურიდან დათხოვილი ვიყავი, რის გამო და რა საფუძველზე, მიზეზი არ უთქვამთ. ეს მოხდა დაახლოებით თვე-თვე-ნახევრის წინ.

- არ გიცდია გარკვევა?

- რომ გითხრათ, დიდად ჩავეძიე და დამაინტერესა-მეთქი, მოგატყუებთ. "ჯიდიესზე" ჯერ "კინომანი" მიმყავდა, მერე კიდევ რაღაც გადაცემა, მართალი გითხრათ, ბოლო 2-3 თვე მე თვითონაც გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი ამ არხზე.

- "მაესტროზე" შენი პარტნიორი ვინ იქნება?

- კახა ახვლედიანი, ასევე იქნებიან მანიკა ასათიანი, ლევან ჟორჟოლიანი, სპორტზე ირაკლი შავლიაშვილი. სულ ვამბობ, "ჯიდიესს" ამაზე უკეთესი ალბათ არაფერი გაუკეთებია, რომ სამსახურიდან გამომიშვა-მეთქი. იქიდან რომ არ გამოვეშვი, "მაესტროში" ვერ მოვხვდებოდი და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. რამდენიმე კასტინგისა და ეტაპის შემდეგ დამამტკიცეს. ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, რომ ამიყვანეს. ვიცოდი, შეიძლებოდა, არ გამოსულიყო და არ მოვწონებოდი. მე და კახას რომ გამოგვიცხადეს გადაწყვეტილება, ისე გაგვიხარდა, გოგონებს რომ გაუხარდებათ რაღაც და დახტიან ხოლმე, ისე დავხტოდით (იცინის).

- გილოცავ კიდევ ერთხელ. გარდა ამისა, რით ხარ დაკავებული?

- რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლავართ. თეატრში, სამწუხაროდ, ახალი არაფერი ხდება. ან შესაძლოა, ჩემთვის და ჩემს მხარეს არ ხდება არაფერი საინტერესო. რომ გითხრათ, გულდაწყვეტილი ვარ-მეთქი, არ იქნება მართალი, რადგან ახლა მთლიანად "მაესტროზე" ვარ გადართული. ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ზოგადად თეატრი სხვაგან "მიფრინავს".

- რობერტ სტურუას დაბრუნებას როგორ უყურებ?

- ძალიან კარგია. ამ თეატრში იმიტომ მიხაროდა ყოფნა, რომ ბატონი რობერტის მასტერ-კლასის გავლის შესაძლებლობა მექნებოდა.

- თავად ბატონმა რობერტმა თქვა, მსახიობებს დიდად არ უხარიათ ჩემი დაბრუნებაო.

- არა, მე ამ კატეგორიას ნამდვილად არ მივეკუთვნები.

- რუსკაზეც გკითხავ - როცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობდა, აქტიურად გულშემატკივრობდი. ელოდით, რომ გაიმარჯვებდა და როგორ მიიღეთ ოჯახმა?

- სიმართლე გითხრათ, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გაიმარჯვებდა. ბევრი ისეთი რამ ხდებოდა... თუმცა მე რისი მჯერა და რისი არა, ეს სხვა თემაა და ხალხმა უამრავი მესიჯი გაუგზავნა რუსკას. ყველას ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მადლობა ყველას თითოეული მესიჯისთვის. ვფიქრობ, რომ რუსკამ სამართლიანად მოიგო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი დაა. უბრალოდ, მან ბევრი რამ გააკეთა, საოცრებები ჩაიდინა, საიდან აქვს ამდენი ძალა, რომ ამდენ ადგილას იყოს, ვერ ვხვდები. შრომა დაუფასდა კიდეც.

- რაღაცები ხდებოდაო, რომ თქვი, რას გულისხმობ?

- ძალიან დიდი კონკურენცია იყო. არავინ იცის, მესიჯების საქმე როგორ წყდება კონკურსებში და რამდენად სამართლიანად ტარდება ეს ყველაფერი. მე პირადად კონკურსებში მესიჯების საკითხს ცოტა ეჭვით ვუყურებ. ყოველთვის მგონია, რომ ძირითადად არ წყდება სამართლიანად. იმიტომ არ შემცვლია ამ თემისადმი დამოკიდებულება, რომ ჩემმა დამ მოიგო კონკურსი, წინა "ცეკვავენ ვარსკვლავებზეც" სამორი იმსახურებდა გამარჯვებას და ყველაზე მეტი მესიჯი მან მიიღო. ალბათ რუსკას შემთხვევაშიც სამართლიანობამ გაიმარჯვა და ასე უნდა მომხდარიყო. გიორგი ვარდოსანიძე ჩემი მეგობარია, ძალიან მიყვარს, მაგრამ რუსკას უნდა მოეგო.

- რუსკა რატომ არ ურთიერთობს პრესასთან გამარჯვების შემდეგ?

- არ ურთიერთობს იმიტომ, რომ ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. ჯერ ცეკვები, მერე გასტროლები, გასტროლებიდან სანამ დაბრუნდებოდა, ფინალამდე ორი დღე მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა. მიზეზი ზუსტად არ მახსოვს, მგონი, ვიზა არ ჰქონდა თუ ფრენა გადაიდო... შაბათს ჩამოვიდა, ცეკვა კვირას ისწავლა და ორშაბათს უკვე ფინალი იყო. ჰქონდა პრემიერები, პრემიერების წინ რეპეტიციები.

- შენ როგორ უჭერდი მხარს?

- მაქსიმალურად ვედექი გვერდში, ვეხმარებოდი, რაიმე თუ სჭირდებოდა და სტიმულს ვაძლევდი ჩემი მხარდაჭერით.

- რუსკამ ბინა მოიგო. უკვე ნახეთ ეს მშვენიერი საჩუქარი?

- არა, ჯერჯერობით, როგორც ვიცი, არ არის ის ბინა დასრულებული. არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია. არც ვიცით, როგორი იქნება. ჯერ რუსკასაც არ უნახავს.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: რუსკას და ოთოს გამარჯვების მომტანი "ორთაბრძოლა" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება