პუტინის ცოლი გაუჩინარდა

პუტინის ცოლი გაუჩინარდა

რუსეთის პირველი ლედი ლუდმილა პუტინა თავის იუბილეზეც კი არ დაემშვიდობა განდეგილის როლს: მას ეძებენ პარიზში, მოსკოვში და მონასტერში. მაგრამ, როგორც ჩანს, რუსებს ეს ნაკლებად აღელვებთ.

ლუდმილა პუტინა, ვლადიმირ პუტინის ცოლი, ბოლო დროს სულ გაუჩინარდა. ამან წარმოშვა სწორედ მრავალი ჭორი, თუმცა თვით რუსეთში ამ ჭორებს გულგრილად აღიქვამენ. მისმა დაბადების დღემ წელსაც შეუმჩნევლად ჩაიარა - არც რაიმე დასამახსოვრებელი კონცერტი, არც ფეიერვერკი. წელს ქვეყნის პირველი ლედის დაბადების დღეს რუსეთმა იხილა, როგორ ეხვეოდა პრეზიდენტი ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს, რომელიც შავ ზღვაზე პრეზიდენტის რეზიდენციაში ეახლა მას რუსეთის პასპორტის მისაღებად.

ერთ-ერთ რუსულ საიტზე გაჩნდა მხოლოდ მცირე შენიშვნა, რომ ცოლის 55 წლის იუბილეზე პრეზიდენტი თხილამურებით სრიალებდა დიმიტრი მედვედევთან ერთად. "ეს პუტინის გასაოგნებელი თვისებაა. რაღაც მიზეზით ის ამჯობინებს შობა აღნიშნოს რომელიმე პროვინციულ ეკლესიაში და ეს დღე არ გაატაროს თავის ცოლთან, მიუხედავად იმისა, რომ მას დაბადების დღე აქვს", - ამბობს ექსპერტი ჯერალდინა ფეიგენი.

თუმცა რუსი კომენტატორებისთვის ეს ფაქტი სავსებით გასაგებია. ისინი მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ რუსეთს შეუძლია შესანიშნავად ფუნქციონირება პირველი ლედის გარეშეც. პრეზიდენტის ბოლო ოფიციალური ფოტო ცოლთან ერთად მისი ინაუგურაციის დროს არის გადაღებული, 2012 წლის გაზაფხულზე.

ისიც კი უცნობია, სად ცხოვრობს ამჟამად პირველი ლედი. თუ ჭორებს ვენდობით, ფსკოვთან ახლოს მონასტერშია, თუ სხვებს დავუჯერებთ - ვილაში მოსკოვთან, პეტერბურგში ან პარიზშიც კი.

ოლეგ ბლოცკის ბიოგრაფიული წიგნის მიხედვით, მისი საკუთარი მოგონებების თანახმად, ლუდმილა პუტინამ ყოველთვის კარგად იცოდა "თავისი ადგილი". "როცა მეორედ იყო ორსულად, მეშვიდე თვეზე თავად უნდა ეტარებინა პატარა შვილი კიბეზე მაღლა, მეორე ხელში პროდუქტებით, რადგან ქმარს მიაჩნდა, რომ ქალმა სახლის ყველა საქმე თავად უნდა აკეთოს".

LE FIGARO

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა