ანჯელინა ჯოლი საკუთარ თავზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

ანჯელინა ჯოლი საკუთარ თავზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

ცნობილი მსახიობი და რეჟისორი, ანჯელინა ჯოლი საკუთარ თავზე დოკუმენტურ ფილმს იღებს. ვარსკვლავი თავად აპირებს ფილმის გადაღებას და წარმოებაში ჩაშვებას.

დოკუმენტური სურათი ანჯელინა ჯოლის ცხოვრების ადრეული პერიოდის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც ჯოლი ჯერ კიდევ არ იყო წარმატებული და როდესაც მას სიგამხდრის გამო დასცინოდნენ.

"მას იმედი აქვს, რომ ამ ფილმით ყველა დაინახავს, რომ ანჯელინა ჩვეულებრივი ადამიანია და ყველას მსგავსად, შეცდომებს უშვებს", - განუცხადა წყარომ National Enquirer-ს.

ანჯელინას სურს, მასთან დაკავშირებული მითები დაანგრიოს. ყველას ჰგონია, თითქოს მან წარმატებას იოლად მიაღწია, თუმცა ჯოლის თქმით, ეს სიმართლე არაა.

"ის ძალიან ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე. ბევრი წინააღმდეგობაც შეხვდა კარიერულ წინსვლაში. მისი მშობლები განქორწინდნენ, როცა ენჯი პატარა იყო. ტკივილმა ის ნარკოტიკებს მიაჩვია. მისი ცხოვრება ადვილი არ ყოფილა", - წერს National Enquirer.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება