კონსტანტინ მელაძე მის მიერ ავტომანქანით გატანილი ქალის შვილებზე იზრუნებს

კონსტანტინ მელაძე მის მიერ ავტომანქანით გატანილი ქალის შვილებზე იზრუნებს

რუსეთში მოღვაწე ქართველმა პროდუსერმა და კომპოზიტორმა კონსტანტინ მელაძემ, რომელმაც კიევში ავტოავარიისას ქალი იმხვერპლა, გარდაცვლილის შვილებზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო. კომპოზიტორმა უკვე განაცხადა, რომ გარდაცვლილ ანა პიშჩალოს ბავშვებს სრულწლოვანებამდე შეინახავს. მელაძემ ოჯახს 30 000 დოლარი უკვე გადაურიცხა, მაგრამ თავს ისევ დავალებულად გრძნობს და სტრესის გამო სამუშაოს ვერ უბრუნდება.

ანას ნათესავები კომპოზიტორზე განაწყენებულნი არ არიან: ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ "ღმერთს ასე სურდა". მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა მომღერლისადმი პრეტენზიებზე უარი თქვა, დახმარება ზედმეტი არ იქნება: ანას ხუთი წლის ვაჟი და ორი წლის გოგონა დარჩა.

თანხა, რომელსაც მელაძე ბავშვებს გამოუყოფს, არ კონკრეტდება. "მელაძე ისე ღრმად განიცდის ამ ტრაგედიას, რომ თავიდან ვერ ვიცანი, კომპოზიტორმა განაცხადა, რომ მზადაა მუსიკის წერა შეწყვიტოს და საკუთარ პროექტს დახურავს, რადგან ეს ტრაგედია მას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს. კონსტანტინემ აღნიშნა, რომ ბავშვებს სრულწლოვანებამდე შეინახავს. არ ვსაუბრობ ათიათასობით დოლარზე, რომელიც ვითომდა ოჯახს გადაერიცხა, ეს სიცრუეა. მან თქვა, რომ მათ ჩააცმევს, ასწავლის და აჭმევს",-ამბობს პიშჩალოს ახლო ნათესავი.

იანვრის დასაწყისში უკრაინული მედია წერდა, თითქოს მელაძემ პიშჩალოს ოჯახის წევრებს 30 000 გრივნა გადაურიცხა. "ეს სიცრუეა, მელაძეს ჯერჯერობით ოჯახისთვის არანაირი თანხა არ მიუცია. ამჟამად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც როდის და როგორ დამთავრდება, უცნობია",- უარყვეს მაშინ ნათესავებმა.

ამასთან, თუ მელაძის ოჯახს პრეტენზიები არ აქვს, იგივე არ შეიძლება გამოძიებაზე ითქვას. უკრაინელი სამართალდამცავები გამოძიებას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ მას რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ვალერი მელაძის ძმამ ავტოსაგზაო შემთხვევისას 30 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქალი მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგედია უკრაინის დედაქალაქში, ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა. პროდუსერი საკუთარ ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ავარიის დროს მელაძე ფხიზელი იყო.

მომზადებულია Комсомольская правда-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება