ირლანდიაში ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის უფლებას ითხოვენ

ირლანდიაში ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის უფლებას ითხოვენ

ირლანდიაში საგრაფო კერის (Kerry County Council) საბჭომ პეტიცია შეადგინა, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის უფლება მიეცეთ. პეტიცია იუსტიციის სამინისტროში გაიგზავნება, რომელიც ბოლო სიტყვას იტყვის.

საბჭო დოკუმენტით ითხოვს, რომ პროვინციის მაცხოვრებლებს პაბიდან სახლამდე ავტომანქანით დაბრუნების უფლება მიეცეთ. ამასთან, ჩინოსნები შემდეგი შეზღუდვების ინიციატივით გამოდიან: მძღოლმა ბარში ალკოჰოლური სასმელი სამ ბოკალზე მეტი არ უნდა დალიოს და გზებზე დაბალი სიჩქარით იაროს.

მართვის წესების შემსუბუქებას ხმა საგრაფოს საბჭოს ხუთმა წევრმა მისცა, სამი - წინააღმდეგი წავიდა, უმრავლესობამ კი თავი შეიკავა.

სიახლის მხარდამჭერები პაბების მფლობელები არიან. ამასთან, თავად ისინი უარყოფენ, რომ მათმა საქმიანობამ გადაწყვეტილების მიღებაზე რაიმე გავლენა იქონია.

მომზადებულია The Irish Times -ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა