ბაკურ ბურდულს მეორე ვაჟი შეეძინა

ბაკურ ბურდულს მეორე ვაჟი შეეძინა

მუსიკოსი ბაკურ ბურდული მეორე ვაჟის მამაა. ბაკურმა, დაახლოებით 2 წლის წინ იქორწინა 19 წლის მარიამ მონიავაზე. პირველი ვაჟი წყვილს შარშან შეეძინა და მას ბაბუის, მსახიობ გუჯა ბურდულის პატივსაცემად გუჯა დაარქვეს. შარშან შემოდგომაზე, ციხის შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგ, ბაკურ ბურდულმა პრეზიდენტ სააკაშვილს პროტესტის ნიშნად ღირსების ორდენი დაუბრუნა.

- ბაკურ, გილოცავთ მეორე ვაჟის დაბადებას. რა დაარქვით პატარას?

- ნიკოლოზი. ვინაიდან მისი დაბადების თარიღი ნიკოლოზობის დღესასწაულთან ახლოს იყო, თანაც მის დიდ ბაბუასაც ნიკოლოზი ერქვა. ამიტომ შევარჩიეთ ეს სახელი. ჩემი შვილი 4 კილოგრამს იწონის და 53 სმ-ია.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ასევე: "რას საყვედურობს 16 წლით უმცროს ცოლს ბაკურ ბურდული"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება