ისრაელში საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია იმარჯვებს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია იმარჯვებს

ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, პირველადი ეგზიტპოლების მონაცემებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ გაიმარჯვა.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტიას ქნესეთში 31 მანდატი ექნება, ნაცვლად ამჟამინდელი 42-ისა.

ეგზიტპოლების შედეგად მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე ”ეშ ატადი” (”მომავლის პარტია”) - 18-19 ადგილით, მესამე ადგილზე კი შრომის პარტიაა - 17 მანდატით.

ანალიტიკოსების პროგნოზებით, ისრაელის მოქმედი პრემიერი კავშირის დამყარებას შეეცდება ცოტა ხნის წინ შექმნილ ნაციონალურ პარტია ”ბეიტ იეხუდისთან”, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ მეორე ვარიანტსაც - ნეთანაიჰუს ოპოზიციაში ხილვას.

არჩევნებში სულ 32 პარტია მონაწილეობდა. ქნესეთის დეპუტატის 120 ადგილი მხოლოდ იმ პარტიებს შორის გადანაწილდება, ვინც ხმების 2%-ზე მეტს მოაგროვებს.

არჩევნების ბოლო შედეგები 30 იანვარს გამოქვეყნდება.

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა