ბიონსემ ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ფონოგრამით იმღერა

ბიონსემ ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ფონოგრამით იმღერა

ცნობილმა მომღერალმა ბიონსემ, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე, ქვეყნის ჰიმნი ფონოგრამით შეასრულა. ინფორმაცია უკვე დაადასტურა სამხედრო-საზღვაო ორკესტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტენ დიუბუამ. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი მომღერლის ნერვიული დაძაბულობა იყო.

გარდა ამისა, ბიონსეს ეშინოდა, რომ სიცივის გამო მისი ხმა მთელი ძალით ვერ გაიჟღერებდა.

ცერემონიის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ფონოგრამის ჩაწერა სტანდარტული უსაფრთხოების ნორმაა, რომელიც ხშირად გამოიყენება მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებზე.

აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამას პირველ ინაუგურაციაზე საქსოფონისტმა იო-იო-მაც ფონოგრამა გამოიყენა. ბიონსეს მსგავსად მასაც სიცივის შეეშინდა. მისი აზრით, დაბალი ტემპერატურის გამო ინსტრუმენტს ჟღერადობა გაუფუჭდებოდა.

მომზადებულია usmagazine.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ბიონსემ ამერიკის ეროვნული ჰიმნი შეასრულა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება