გავრცელებული ხმების თანახმად, ბრიტნი სპირსისა და მისი საქმროს, ჯეისონ ტრავიკის დაშორების მთავარი მიზეზი სექსუალური შეუთავსებლობა იყო. 41 წლის ტრავიკი ბრიტნის სექსუალურად ვერ აკმაყოფილებდა.
"ბრიტნი გამუდმებით ცდილობდა ჯეისონის ცდუნებას და სექსზე დაყოლიებას და რაც მთავარია, ამას ყველაზე შეუფერებელ სიტუაციაში აკეთებდა. მაგალითად, როცა ჯეისონი ტელეფონზე საუბრობდა, ბრიტნის საგრიმიოროში, შოუ- X Factor-ის ჩაწერისას და მანქანაშიც, რომელსაც დაცვის წევრი მართავდა", - აცხადებს წყარო.
მიუხედავად იმისა, რომ ტრავიკი მომღერალთან სიახლოვეს გაურბოდა, ბრიტნის ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ ეს სწორედ ის მამაკაცი იყო, რომელიც მას გააბედნიერებდა.
"საბოლოოდ, ჯეისონმა ბრიტნის უთხრა, რომ არც დაქორწინება სურდა და არც შვილები. მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან მათ სხვადასხვა საძინებლებში ეძინათ", - აცხადებს წყარო.
მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.