მონიკა ბელუჩი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბრაზილიაში გადადის

მონიკა ბელუჩი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბრაზილიაში გადადის

ვარსკვლავური წყვილის, მსახიობების მონიკა ბელუჩისა და ვინსენტ კასელის ოჯახი საფრანგეთს ტოვებს. წყვილი შვილებთან ერთად ბრაზილიაში საცხოვრებლად გადადის.

მსახიობების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარიზის დატოვების მიზეზი მაღალი გადასახადებია, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დააწესა.

ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჟერარ დეპარდიემ უკვე დატოვა მშობლიური ქვეყანა. მსახიობმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი ქვეყნის ახალი მთავრობის ფინანსური პოლიტიკის გამო თქვა. საფრანგეთის დატოვებით იმუქრება მსახიობი ბრიჯიტ ბარდოც. ამ ყველაფერს კი მონიკას განცხადებაც ემატება. თუმცა, მსახიობმა ამ საკითხზე საუბარს თავი აარიდა და განაცხადა, რომ ბრაზილიაში საცხოვრებლად გადასვლის მიზეზი ამ ქვეყნისადმი მისი სიყვარულია.

"ჩემი ადგილი რიოშია, სანაპიროსთან და ზღვასთან ახლოს", - განაცხადა მონიკამ ჟურნალ Vogue-ს ბრაზილიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, მონიკასა და ვინსენტს 2 შვილი: 9 წლის დევა და 3 წლის ლეონი ჰყავთ.

მომზადებულია Vogue-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება