დათო ხუჯაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება

დათო ხუჯაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება

მოსკოვში მოღვაწე ქართველი მოღერალი დათო ხუჯაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება. უკვე რამდენიმე დღეა დათო ხუჯაძე თბილისშია და საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას დათო ხუჯაძემ აღნიშნა, სოლო კონცერტი მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

- ინტენსიურად ვემზადები სოლო კონცერტისთვის. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ სპონსორებთან და ვნახოთ, რა გამოვა.

- ალბათ, ძველ სიმღერებსაც შეასრულებთ...

- იქნება ძველი სიმღერებიც და იქნება ახალი კომპოზიციებიც. სცენაზე ბოლომდე უნდა დავიხარჯო.

- მარტო იდგებით სცენაზე?

- მოსკოვში მე ჩემი ჯგუფი მყავს. ისინი კუბელები არიან. ასე რომ, ქართულ-კუბური კონცერტი გამოვა. კარგი განწყობა იქნება.

- როგორც გავიგე, სოლო კონცერტამდე კლუბურ კონცერტსაც გეგმავ თბილისში.

- მართალია, 25 იანვარს კლუბურ კონცერტს გავმართავ ერთ-ერთ ღამის კლუბში. 12 სიმღერას შევასრულებ, როგორც ახალს, ასევე ძველს.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება