კრისტენ სტიუარტის კარიერა დასრულდა

კრისტენ სტიუარტის კარიერა დასრულდა

მსახიობი კრისტენ სტიუარტი დარდობს, რომ მისი სამსახიობო კარიერა დასრულდა. კრისტენს საზოგადოება ღალატს არ პატიობს და ყველა ღონისძიებაზე, სადაც კი გამოჩნდება, რეჟისორ რუპერტ სანდერსთან რომანს ახსენებს.

ღალატის შემდეგ კრისტენს მისი შეყვარებული, მსახიობი რობერტ პატინსონი დაშორდა. მოგვიანებით სტიუარტმა საყვარელთან შერიგება სცადა, წყვილი რამდენჯერმე გამოჩნდა ერთად, მაგრამ რამდენიმე დღის წინ პატინსონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კრისტენს სამუდამოდ დაშორდა და მასთან ურთიერთობის აღდგენას არ აპირებს. კრისტენი ცუდ დღეშია, როგორც ჩანს, ღალატს არც ჰოლივუდში პატიობენ.

"კრისტენი ძალიან ცუდადაა. გააცნობიერა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. რობერტისთვის ცოლიან და თანაც მამისტოლა კაცთან არ უნდა ეღალატა. მათ ხომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ღალატის შემდეგ მისდამი ყველამ პატივისცემა დაკარგა. ეგონა, რობერტთან დაბრუნებით ხალხის პატივისცემას დაიბრუნებდა, მაგრამ პატინსონმა ის საბოლოოდ მიატოვა", - წერს ამერიკული ჟურნალი National Enquirer.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება