ჯარედ ლეტო რუსეთში ცხოვრებას აპირებს

ჯარედ ლეტო რუსეთში ცხოვრებას აპირებს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი ჯარედ ლეტო რუსეთში საცხოვრებლად გადასვლაზე ალაპარაკდა.

"რუსეთში გადმოსვლა რომ გადავწყვიტო, თქვენი აზრით, რომელი ქალაქის არჩევა იქნებოდა უკეთესი?, - დაწერა ვარსკვლავმა მიკრობლოგ "ტვიტერზე".

რა თქმა უნდა, მუსიკოსის რუსმა თაყვანისმცემლებმა კითხვაზე პასუხი არ დააყოვნეს. ჯგუფ 30 Seconds to Mars-ის წევრმა უკვე მიიღო რეკომენდაციები მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის და კრასნოიარსკის შესახებ.

გარდა ამისა, თაყვანისმცემლები სასიამოვნოდ გააოცა ჯარედ ლეტოს პოსტმა, რომელიც გამართული რუსულით გამოირჩეოდა. 

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება