შარლიზ ტერონი დავოსში ქველმოქმედებისთვის დააჯილდოვეს

შარლიზ ტერონი დავოსში ქველმოქმედებისთვის დააჯილდოვეს

ცნობილ მსახიობს, შარლიზ ტერონს საქველმოქმედო საქმიანობისთვის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საპატიო ჯილდო გადასცეს.

სიტყვით გამოსვლისას ვარსკვლავმა, რომელიც გაეროს მშვიდობის ელჩი და აფრიკაში შიდსთან ბრძოლის რეგიონალური ფონდის დამფუძნებელია, შიდსთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრა.

37 წლის ტერონი დავოსში გახსნილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჯილდოს მისაღებად ცისფერ, მოკრძალებულ კაბაში მივიდა.

შარლიზთან ერთად საპატიო პრემია კინორეჟისორმა შარმინ ობაიდ ჩინოიმ მიიღო.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება