სარკოზი ფრანგულ გადასახადებს ლონდონში გაურბის

სარკოზი ფრანგულ გადასახადებს ლონდონში გაურბის

ფრანგული პრესის ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლონდონში საინვესტიციო ფონდის გახსნას აპირებს. ეს მას დიდ ბრიტანეთში გადასვლასა და 75%-იანი საშემოსავლო გადასახადის თავიდან აცილებაში დაეხმარება. მილიონერებისთვის მაღალი გადასახადის შემოღებას ქვეყნის აჟამინდელი სოციალისტური მთავრობა გეგმავს. ექს-პრეზიდენტის გარემოცვა ამ ინფორმაციას უარყოფს.

ფრანგული გამოცემა Mediapart-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სარკოზი ფონდის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და მასში 1 მლრდ ევროს ჩადებას გეგმავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფონდის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტები პოლიციამ  ყოფილი პრეზიდენტის დოკუმენტებისა და კომპიუტერის ჩხრეკისას აღმოაჩინა. ისინი კომპანია L'Oreal-ის მემკვიდრე ლილიან ბეტანკურის მიერ სარკოზის წინასაარჩევო კამპანიის შესაძლო უკანონო დაფინანსებაზე მიმდინარე გამოძიებისას ამოიღეს.

სარკოზის გარემოცვამ, არა მხოლოდ მისი ბრიტანეთში გადასვლის, არამედ საინვესტიციო ფონდის შექმნის სურვილიც უარყო. გარდა ამისა, მას მიმდინარე გამოძიების გამო ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა