ამერიკული რაკეტები კოსმოსში რუსული ძრავებით იფრენენ

ამერიკული რაკეტები კოსმოსში რუსული ძრავებით იფრენენ

აშშ-სა და რუსულ ძრავთმშენებელ კომპანია "კუზნეცოვს" შორის, ამერიკული მხარისთვის НК-33-ის ტიპი 50 ერთეული რაკეტული ძრავის მიყიდვის შესახებ წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა.

ამ ეტაპზე საუბარი მხოლოდ წინასწარ კონტრაქტზეა, რომელიც მხარეების სრული თანხმობის შემთხვევაში 2020 წლამდე შესრულდება. რუსული რაკეტული ძრავები ამერიკულმა კომპანია Orbital Sciences-მა შეიძინა. ორი НК-33-ის ტიპის ძრავა აშშ-ში შექმნილი ახალ რაკეტა "ტარაუს-2"-ის პირველ საფეხურში გამოიყენება. რაკეტის პირველი სტარტი, რომელიც საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე ტვირთვის მისატანადაა გამიზნული, მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

НК-33 სსრკ-ში 1970-იანი წლების დასაწყისში, მკაცრად გასაიდუმლოებულ საკონსტრუქტორო განყოფილებაში შეიქმნა. მისი გამოყენება სერგეი კოროლოვის რაკეტა Н-1-ზე უნდა მომხდარიყო, რომლითაც საბჭოთა კოსმონავტები მთვარეზე უნდა გაფრენილიყვნენ. თუმცა რაკეტის ზედიზედ ოთხი წარუმატებელი სტარტისა და ამერიკელების მთვარეზე გადასხმის შემდეგ, 1976 წელს სსრკ-ს ხელმძღვანელობამ საბჭოური მთვარის პროგრამა დახურა. კოლოსალური ხარჯები ჩამოწერეს და 150-მდე დამზადებული რაკეტული ძრავის განადგურების განკარგულებაც გასცეს. თუმცა მათმა ავტორმა მთავრობის გადაწყვეტილება არ შეასრულა და განადგურების სანაცვლოდ ძრავები ერთ-ერთ საწყობში შეინახა.

1990-იან წლებში საბჭოური რაკეტული ძრავებით ამერიკელები დაინტერესდნენ. აშშ-ის ტერიტორიაზე ჩატარებული გამოცდების შედეგებით ამერიკელები კმაყოფილნი დარჩნენ და პირველ ეტაპზე 37 ძრავა შეიძინეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც საკუთარი რაკეტებისთვის ამერიკელები ძრავებს რუსეთში ყიდულობენ. 1990-იანების შუა ხანებში რუსეთში მძლავრი ძრავა РД-180 შექმნეს. მაგრამ უფულობის გამო პროექტი ნელა ვითარდებოდა. 1996-ში ძრავით ამერიკელები დაინტერესდნენ და შემდგომ 99 ერთეული იყიდეს. მათ რაკეტებზე Atlas III და Atlas 5-ზე იყენებენ. ამერიკას მათი მეშვეობით ორბიტაზე როგორც კომერციული ასევე სამხედრო დანიშნულების თანამგზავრები გაჰყავს.

ალბათ, 20-25 წლის წინ რუსებს აზრადაც არ მოუვიდოდათ, რომ კოსმოსში თანამგზავრების გასაყვანად ამერიკელები საკუთარ რაკეტებზე რუსული ძრავების გამოყენებას ამჯობინებდნენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე