როგორ გახდა ლიონელ მესი სალომე გოგიაშვილის 4 წლის შვილის ფანი

როგორ გახდა ლიონელ მესი სალომე გოგიაშვილის 4 წლის შვილის ფანი

მესამედ გათხოვების გამო ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი არაერთხელ აღმოჩნდა კრიტიკის ქარცეცხლში. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების აზრია. ყველა სიტუაციაში უპირველესად, შვილებზე ფიქრობს. როცა რომელიმე ავად ჰყავს, ბავშვების ოთახიდან ვერავინ და ვერაფერი გაიყვანს. შეიძლება ითქვას, სალომე "გიჟი დედაა" და მინიმუმ, კიდევ ორი შვილის გაჩენას გეგმავს, რადგან მისი აზრით, - "შვილის ყოლაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს"...

- მე და ჩემი მეუღლე დიდი ხნის მანძილზე ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ჩვენს შვილებს ერთურთი მხოლოდ მას მერე გავაცანით, როცა დავრწმუნდით, რომ ერთად ვიქნებოდით. ნებისმიერი ურთიერთობისას პირველ რიგში, შვილებზე ვფიქრობ. იყო დრო, როცა ჩემ მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯის გამო ჩემმა ორივე შვილმა ტრავმა მიიღო. ამჯერად ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ვახოს სახით ჩემმა უფროსმა შვილმა ძალიან კარგი მეგობარი, უმცროსმა - მამა შეიძინა; ასევე, ვახოს შვილების - სანდროსა და დათუნას სახით ახლა უკვე ორი ძმა ჰყავთ. მოკლედ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი გვაქვს.

- ბავშვებს ახალ გარემოსთან შეგუება ხომ არ გაუჭირდათ?

- თავიდან ეს მომენტი ჰქონდათ, თუმცა, თავად ვახო ისეთი კომფორტული ადამიანია, რომ მაქსიმალურად იზრუნა, ეს პროცესი ბავშვებისთვის, რაც შეიძლება ბუნებრივი და უმტკივნეულო ყოფილიყო... ციბუკა ჯერ ვერაფერს ხვდება. მან უბრალოდ იცის, რომ მამა - ვახოა. როცა გაიზრდება და საჭიროდ ჩავთვლი, ყველაფერს მოვუყვები, თუნდაც იმიტომ, რომ კაცი და არაკაცი ერთმანეთისგან გაარჩიოს; უნდა იცოდეს, როგორი არ უნდა იყოს, რისი გაკეთება არ შეიძლება; გაიგოს, რა გამოიწვია მამამისის საქციელმა და დააფასოს ის ადამიანები, რომელთა დახმარებითაც მე შევძელი, ჯანსაღი და ჯანმრთელი შვილები მყოლოდა. მინდა, ვახოს მიმართ გაასმაგებული სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს, რადგან ის სწორედ ვახომ გაზარდა და ზუსტად ისევე ანებივრებს, როგორც სანდროსა და დათუნას.

- ახალი წელი როგორ გაატარეთ?

- ახალ წელს ოჯახურ გარემოში შევხვდი. ახალი წლის ღამეს რაღაც შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! კი მქონდა, მაგრამ ვახომ მთხოვა, - არსად წავსულიყავი და მეც, შინ დავრჩი. მოვამზადე კერძები, დავპატიჟეთ ჩემი და ვახოს ოჯახის წევრები და ყველა ერთად, გემრიელად შევხვდით ახალ წელს.

- თოვლის ბაბუამ მოასწრო თქვენთან მოსვლა?

- მაშკამ პირდაპირ მითხრა, რაც უნდოდა, ციბუკამ კი წერილი დაწერა და ნაძვის ხეში ჩამალა, რომ თოვლის ბაბუას გარდა, არავის ენახა. მეც მივწერე წერილი თოვლის ბაბუას და მან ყველანი გაგვახარა (იცინის).

- მეუღლესთან ერთად ბევრს მოგზაურობთ. საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლას ხომ არ გეგმავთ?

- მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული თვალსაზრისით ყველაფერი საქართველოში მაქვს გაკეთებული და ვიცი, საზღვარგარეთ ამ ყველაფრის დაწყება ნულიდან მომიწევს, წასვლაზე მაინც ვფიქრობ ხოლმე. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ისეთ ქვეყანაში, სადაც ბავშვებიც კარგად ისწავლიან და მეც კომფორტულად ვიცხოვრებ. პერიოდულად, აუცილებლად ჩამოვიდოდი საქართველოში, რადგან მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარეშე ყოფნა დიდხანს არ შემიძლია. ფსიქოლოგიურად მეც და ვახოც მზად ვართ იმისთვის, რომ ქვეყნიდან წავიდეთ, თუ რა თქმა უნდა, ამას მისი ან ჩემი კარიერა მოითხოვს.

- გაიხსენე შენთვის, როგორც დედისთვის ყველაზე რთული პერიოდი...

- ყველა დედას რთული პერიოდი მაშინ აქვს, როცა მისი შვილი ავად არის. შეიძლება იდეალური დედა არ ვარ, მაგრამ არ მესმის იმ ქალის, ვისაც შეუძლია, სიცხიანი შვილი შინ დატოვოს, თავად საქმეზე წავიდეს და ბავშვზე არც ინერვიულოს. როცა ჩემს შვილს სიცხე აქვს, თავს ვერ ვაკონტროლებ, ასეთ დროს ოთახიდან ვერავინ გამიყვანს.

- თუკი რაიმე გადაუდებელი საქმე გაქვს, როგორ მოიქცევი?..

- მერწმუნე, ასეთ დროს შვილის გარდა, არაფერი მაინტერესებს! ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრი ვიყავი და პირდაპირ ეთერში მიწევდა მუშაობა, მაგრამ ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! სკამიდან გადმოვარდა და ისე შევშინდი, ტელევიზიაში დავრეკე, - ვერ მოვალ-მეთქი. გადაცემა უვარდებოდათ, მაგრამ ესეც არ მაინტერესებდა: ვიდრე შვილი საავადმყოფოში არ წავიყვანე და იმაში არ დავრწმუნდი, რომ საშიში არაფერი იყო, ვერ მივატოვე. ტელევიზიაში მაშინ მივედი, როცა გადაცემა მთავრდებოდა... სამი წლის წინ მაშკას ბრმა ნაწლავის ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და მაშინ დედას ვუთხარი: რომ მცოდნოდა, ამდენი უნდა მენერვიულა, შვილს არასოდეს გავაჩენდი-მეთქი... მიუხედავად ამ ყველაფრისა, მზად ვარ, კიდევ 2 შვილი გავაჩინო. ვფიქრობ, ქალისთვის შვილის ყოლაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. როცა ავად ვარ ან რამეზე ვნერვიულობ, მაშკა გვერდით მიწვება და მარწმუნებს, რომ ამ ყველაფერზე ნერვიულობა არ ღირს; ცდილობს, დამამშვიდოს და თუ ცუდად ვარ, მივლის კიდეც... ციბუკა ჯერჯერობით, გამოძალვითაა დაკავებული (იცინის): ერთი კოცნისთვის, ჩახუტებისთვის რაღაც უნდა აჩუქო.

- ბავშვების მოვლა, საოჯახო საქმეების მოგვარება, სამსახური - ამ ყველაფერს როგორ ასწრებ? დროს როგორ ანაწილებ?

- სახლში არაჩვეულებრივი ადამიანი გვყავს, რომელზეც სიტყვა - "ძიძას" თქმა ცოტა არ იყოს, მეხამუშება. ის ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახის წევრია. ციბუკა ბებოს ეძახის. ჩემს ცხოვრებაში ლია ყველაზე დიდი შენაძენია. ის არა მარტო ბავშვებზე, ხშირად ჩემსა და ჩემს მეუღლეზეც ზრუნავს. თუმცა, ბუნებრივია, ბავშვებს მაინც დედის ყურადღება სჭირდებათ. ამიტომაც, როცა სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, თავს დასვენების უფლებას არ ვაძლევ და ბავშვებთან ერთად ყირაზე გადავდივარ ხოლმე (იცინის).

- როგორც ჩანს, "გიჟი დედა" ხარ. ბავშვების სიყვარული შიშში თუ გადაგდის ხოლმე?

- ასეთი შიში მათი ჩვილობის პერიოდში უფრო მეტად მქონდა. მაშინ მართლაც, ათას სისულელესა და საშინელებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ნელ-ნელა დავარწმუნე თავი, რომ ამაზე ფიქრი არ ღირს... განზრახული მაქვს, მომავალში ციბუკა სპორტით დავტვირთო. ის აუცილებლად, ფეხბურთელი უნდა გამოვიდეს; ეს ისე ძალიან მინდა, რომ უკვე ყველა "დავარწმუნე", მომავალში ჩემი ბიჭი აუცილებლად, მაგარი ფეხბურთელი იქნება (იცინის). სხვათა შორის, ვახოს მეგობარი ესპანეთში ცხოვრობს და მესის მეზობელია. მას ვთხოვე და მესის მაისური გამოვაგზავნინე, მისივე ხელწერით: "დარწმუნებული ვარ, შენ მაგარი ფეხბურთელი იქნები, მე კი შენი გულშემატკივარი"; მაისურს მეორე მხარეს "ციბუ" აწერია.

- ამით, დედა უფრო ბედნიერია თუ შვილი?

- დედა უბედნიერესია, შვილი კი ჯერჯერობით, ვერაფერს ხვდება.

- სახელი - ციბუკა საკმაოდ უცნაურად ჟღერს...

- როცა დაიბადა, ჩემდა უნებურად, ასეთი მოსაფერებელი სახელი წარმოვთქვი. ჰოდა, ახლა დათუნა რომ დაუძახო, არც შემოგხედავს.

- როგორ ფიქრობ, როდის არის ქალი შემდგარი - როცა სრულფასოვანი დედა და დიასახლისია თუ როცა თავის პროფესიაშია წარმატებული?

- ვფიქრობ, ეს ორი რამ ერთმანეთზეა დამოკიდებული. შეიძლება შენი საქმის პროფესიონალი იყო და კარგი კარიერა გქონდეს, მაგრამ რად გინდა ეს ყველაფერი, თუკი გვერდით არავინ გყავს? იგივეა მეორე შემთხვევაშიც - შეიძლება გყავს შვილები, ოჯახი, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზებას თუ ვერ ახდენ, ეს ფაქტი მთელი ცხოვრება დაგტანჯავს. ძლიერი ქალი ყოველთვის იმას უნდა ეცადოს, რომ ოჯახის გარდა, საქმეშიც წარმატებული იყოს. ქალმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს.

- გადაცემამ - "ყოფილი ცოლების კლუბი" რაიმეზე თვალი ხომ არ აგიხილა?

- როგორ არა! იმ პერიოდში დავინახე, თუ რამდენი თვალით უხილავი ჭუჭყია გარშემო. ტრაგედია ის კი არ არის, რომ ოჯახებში ხდება ძალადობა, არამედ ის, რომ არაადამიანურ პირობებში მცხოვრები ქალი მხოლოდ იმიტომ არ მოდის ქმრის სახლიდან, რომ "ვინმემ რამე არ თქვას". ჩვენ მივეცით გადაცემის გმირებს საშუალება, სხვა მხრიდან შეეხედათ საკუთარი ცხოვრებისთვის. ბევრ მათგანს თურმე, რამდენჯერმე თვითმკვლელობის მცდელობაც კი ჰქონდა. ნაცემი დედის ყურება ბავშვისთვის უფრო მეტი ტრაგედიაა, ვიდრე ცოლ-ქმრის დაშორება. ამ გადაცემამ დამარწმუნა, რომ წარსულში, ამა თუ იმ სიტუაციაში რამდენიმე სარისკო, მაგრამ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული და ამის შეგრძნებამ კიდევ უფრო გამაძლიერა.

- როცა მესამედ გათხოვდი, საკმაოდ ბევრი კრიტიკული შეფასება მიიღე. მსგავსი კომენტარები არ გთრგუნავს?

- ამ ყველაფრის გამო გამუდმებით მაკრიტიკებენ, მაგრამ არ მაინტერესებს, რას იტყვიან უცხო ადამიანები; ჩემთვის მთავარი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების აზრია. საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში, ადამიანებს წარმატებულები ეზიზღებათ. კარგს მხოლოდ მასზე იტყვიან, თუ გაიგებენ, რომ სასიკვდილო სარეცელზეა, კიბოს ბოლო სტადია აქვს. ასეთ დროს ბევრჯერ გალანძღულ ადამიანებსაც კი წმინდანად აცხადებენ... თუ პოპულარული ხარ, ყველა ცდილობს ზემოდან გიყუროს იმის დასამტკიცებლად, რომ ის შენზე მაგარია...

- ოჯახის წევრები თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- სანამ გავთხოვდებოდი, ვიყავი ყველგან და ყოველთვის... გავთხოვდი და მივხვდი, რომ არსად სიარული აღარ მინდა, ახლა უკვე ჩუსტებზე ვგიჟდები (იცინის). მე და ჩემმა მეუღლემ სახლი საკუთარი გემოვნებით მოვაწყვეთ. ძალიან მიყვარს ვახოსთან ერთად კარგი ფილმის ნახვა. ვცდილობ, გემრიელი კერძები ვიყიდო, რათა თავისუფალი დრო მის მომზადებაში არ დავკარგო. აღმოვაჩინე, რომ როცა ქუჩაში გავდივარ, ერთი სული მაქვს, შინ მალე დავბრუნდე.

- გათხოვილი ადრეც იყავი. მაშინაც ასე იყო?

- არა, მაშინ ასე ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, ემოციურად ძალიან გადაღლილი და გადამწვარი სალომე ამჯერად დამშვიდდა...

- ქორწილის გადახდას თუ აპირებთ?

- ჩემი მეუღლე სიურპრიზების მხრივ უკონტროლოა (იცინის). მკაცრად მყავს გაფრთხილებული, რომ ყველანაირ სიურპრიზს მივიღებ, გარდა - ქორწილთან დაკავშირებულს. ქორწილი ალბათ, ზაფხულში გვექნება.

- შვილის გაჩენას ახლო მომავალში აპირებთ?

- ახლა, უკვე ახლო მომავალში. თავიდან საერთო შვილის ყოლაზე არ ვფიქრობდით, მაგრამ ახლახან მივხვდით, რომ ეს ძალიან გვინდა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება