იაპონიის ვიცე-პრემიერი: "ქვეყნის ეკონომიკური პრობლემის გადასაჭრელად, მოხუცები ადრე უნდა მოკვდნენ"

იაპონიის ვიცე-პრემიერი: "ქვეყნის ეკონომიკური პრობლემის გადასაჭრელად, მოხუცები ადრე უნდა მოკვდნენ"

იაპონიის ვიცე პრემიერმა და ფინანსების მინისტრმა ტარო ასომ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის არასტანდარტულ ხერხს მიაგნო. მისი აზრით, თუ ხანშიშესული ადამიანები ადრე გარდაიცვლებიან,  ეს ქვეყნის სოციალური დახმარების სისტემაზე დატვირთვას შეამცირებს.

"თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობდი თუ მეცოდინებოდა, რომ ჩემი ცხოვრების გასაგრძელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი იენი იხარჯება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ტარო ასოს უკვე მოუწია მისი სიტყვების გამო ბოდიშის მოხდა.

"ბოდიშს ვიხდი ჩემი სიტყვების გამო. ეს ჩემი პირადი აზრია და ალბათ, საჯაროდ არ უნდა მეთქვა", - განაცხადა რატო ასომ.

იაპონია ხანშიშესულ მოქალაქეებზე ზრუნვით ყველა სხვა ქვეყნისგან გამოირჩევა. ამ დროისთვის ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი 60 წელს გადაცილებულია. მალე ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ამასთან, მოქალაქეთა ამ ჯგუფის 40% სახელმწიფო ბიუჯეტისგან დახმარებას იღებს.

მომზადებულია izvestia.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა