ნანოტექნოლოგიები სამხედროების სამსახურში

ნანოტექნოლოგიები სამხედროების სამსახურში

დღეს ექსპერტთა და მეცნიერთა უმეტესობა ერთხმად აღიარებს, რომ XXI საუკუნეში ნანოტექნოლოგიები უდიდეს როლს ითამაშებენ. ფართო გავრცელება ამ ტერმინმა და თავად ნანოტექნოლოგიების შემსწავლელმა მეცნიერებებმა 1990-იან წლებში ჰპოვეს. თუმცა ამ 15-20 წლის განმავლობაში ნანოტექნოლოგიები წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარდა.

ნანოტექნოლოგიების ყველაზე აქტიური მომხმარებლები სამხედროები არიან. თანამედროვე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში მათ თითქმის ყველა სახეობაში - ცეცხლსასროლ იარაღში, ჯარისკაცის ეკიპირებაში, რთულ სისტემებსა თუ კოსმოსურ აპარატებში გამოიყენებენ.

ნანოტექნოლოგიების გამოყენება, პირველ რიგში უკვე არსებული შეიარაღების მახასიათებლების გაუმჯობესებას ითვლისწინებს. ამ ტექნოლოგიებით, მეცნიერებს ახალი ოპტიკური საშუალებების, უნიკალური მასალების, ქიმიური იარაღის აღმომჩენი მინიატურული დეტექტორებისა და მიკროკამერების შექმნის საშუალება მიეცემათ.

2002 წელს ნანოტექნოლოგიების შექმნისთვის, აშშ-ის არმია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან გაერთიანდა. თანამშრომლობის შედეგად სპეციალური პროგრამა SRA შეიქმნა, რომელიც ერთდროულად ხუთი მიმართულებით მუშაობდა. ესენია: მსუბუქი ნანოსტრუქტურული მასალები და ბოჭკოები; ჯარისკაცის დამცავი საშუალებები (ისინი სხეულს ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური იარაღისგან დაიცავენ); ბალისტიკური მასალები, რომლებიც ტექნიკას აფეთქებისგან დაიცავენ; ზემგრძნობიარე მიკროსკოპული დეტექტორები; თანამედროვე კომპიუტერული სისტემები.

დასავლეთის შემხედვარე, საკუთარი ნანოტექნოლოგიების განვითარებაზე რუსეთიც ზრუნავს. გეგმით, 2015 წლამდე ამ სფეროში 200 მილიარდი რუბლის დაბანდება იგეგმება. მოცემული დარგის კურირებისთვის, სპეციალური სახელმწიფო კორპორაცია "როსნანო" შეიქმნა. ის რამდენიმე პერსპექტიულ მიმართულებაზე - ოპტიკოელექტრონიკა, სპეც-ფოლადები, წყალბადის ენერგეტიკა - მუშაობს.

"როსნანოს" ერთ-ერთი პროექტი ე.წ. "ჭკვიანი მტვერია". იდეას საფუძვლად მიკრორობოტები უდევს. ერთი ასეთი რობოტი სრულიად უძლურია. მაგრამ ერთდროულად ათასი ასეთი რობოტის გამოყენებით, სპეციალური შემტევი ჯგუფის ჩამოყალიბება შეიძლება, რომელიც ადამიანის მითითებებით იმოქმედებს. ასაფეთქებელი ნივთიერების შემცვლელი ასეულობით მიკრორობოტის გამოყენება მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად შეიძლება.

ტაგანროგის სახელმწიფო რადიოტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომლებმა "ჭკვიანი მტვრის" მართვის კომპიუტერული მოდელი შექმნეს და შესაბამისი ალგორითმიც გამოიგონეს. მაგრამ უმეტესწილად ეს მხოლოდ მეცნიერთა ფანტაზიის ნაწილია. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ადრე თუ გვიან ადამიანი მსგავსი ტექნოლოგიებსაც დაეუფლება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე