ანდრეა ბოჩელი და ჯენიფერ ლოპესი ერთად იმღერებენ

ანდრეა ბოჩელი და ჯენიფერ ლოპესი ერთად იმღერებენ

მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი ერთად იმღერებენ.

მსოფლიო ვარსკვლავები ესპანურენოვან სიმღერას "Quizas, Quizas, Quizas" (შესაძლებელია, შესაძლებელია, შესაძლებელია) ჩაწერენ. როგორც ბოჩელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, ლოპესთან ერთად შესრულებული კომპოზიცია ანდრეას ახალ ალბომში - "Passione"-ში შევა.

შეგახსენებთ, ლოპესმა მხოლოდ ერთხელ, 2007 წელს ჩაწერა ესპანურენოვანი მუსიკალური ალბომი "Coma Ama una Mujer" (როგორ უყვარს ქალს), რომელიც ჯენიფერისთვის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომია. ალბომში შესული სიმღერა "No Me Ames" ჯენიფერმა ყოფილ მეუღლესთან, მომღერალ მარკ ენტონისთან ერთად იმღერა.

მომზადებულია accesshollywood.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება