მარკ ენტონი საყვარელს დაშორდა

მარკ ენტონი საყვარელს დაშორდა

მომღერალი მარკ ენტონი საყვარელს, ვენესუელელ მოდელ შენონ დე ლიმას ერთწლიანი რომანის შემდეგ დაშორდა.

დაშორების ზუსტი მიზეზი უცნობია. როგორც წყვილის ახლო მეგობრები ამბობენ, ენტონსა და შენონს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ დაიღალნენ. პაპარაცებიც ამბობენ, რომ მარკი და მისი საყვარელი ბოლო რამდენიმე კვირაა ერთად აღარ უნახავთ.

ენტონი შენონით ყოველთვის აღფრთოვანებული იყო - არ მალავდა, რომ უყვარს და ყველაზე მეტად ის ახარებდა, რომ სექსუალურ შენონს მამაკაცები "თვალებით ჭამდნენ".

შეგახსენებთ, ვარსკვლავმა ლიმასთან რომანი მომღერალ ჯენიფერ ლოპესთან დაშორების შემდეგ გააჩაღა. ჯენიფერსა და ენტონს ტყუპები - მაქსი და ემი ჰყავთ.

მომზადებულია people.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება