მაიკლ ბუბლე და ლუიზიანა ლუპიატო ბავშვს ელოდებიან

მაიკლ ბუბლე და ლუიზიანა ლუპიატო ბავშვს ელოდებიან

ცნობილი მომღერალი მაიკლ ბუბლე და მისი მეუღლე, არგენტინელი მსახიობი და მოდელი ლუიზიანა ლოპიატო მალე მშობლები გახდებიან.

ამის შესახებ 25 წლის ლუიზიანამ საზოგადოებას 22 წამიანი ვიდეორგოლის მეშვეობით აცნობა. ვიდეოში მოდელის ექოსკოპიის კადრებიც მოხვდა.

ლუიზიანა და მაიკლი უკვე დიდი ხანია ბავშვზე ოცნებობდნენ. მომღერალმა ისიც კი განაცხადა, რომ შურს იმ მეგობრების, რომლებსაც დიდი ოჯახი აქვთ.

ლუიზიანამ თავი პოპულარულ ამერიკულ სერიალში "მეამბოხე სულში" მონაწილეობით გაითქვა. მოგვიანებით ვარსკვლავმა მსახიობობას თავი გაანება და მუშაობა მოდელის რანგში განაგრძო.

წყვილი 2009 წელს დაინიშნა. ქორწინების ცერემონია გასული წლის მარტში ბუენოს აირესში გაიმართა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება