ლეონარდო დიკაპრიო: "ჩემს ბავშვობაში მსახიობად ქცევის ოცნება მიუწვდომელი ჩანდა"

ლეონარდო დიკაპრიო: "ჩემს ბავშვობაში მსახიობად ქცევის ოცნება მიუწვდომელი ჩანდა"

დიკაპრიომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კინოდან მიდის, ამიტომ მისი ხილვა დიდ ეკრანზე ახლა იშვიათად მოგვიწევს. სწორედ ამიტომ პოპულარულმა ჟურნალმა August Man თადარიგი დაიჭირა და ლეონარდო დიკაპრიოს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. მსახიობმა გამოცემისთვის განკუთვნილ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

ასაკის შესახებ:

"ვგონებ, რიცხვი 40 ჩემს გონებაში ვერაფრით ჩაიბეჭდა. თუმცა ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია - უკან მოხედვა და იმის დანახვა, რაც გააკეთე და იმის გაანალიზება, თუ რა გინდა მომავალში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია"

კინოს შესახებ:

"წარმოშობით არც ისეთი უზრუნველყოფილი ფენიდან ვარ. ჩემს ბავშვობაში მსახიობად ქცევის ოცნება მიუწვდომელი ჩანდა. როდესაც კინოში გამოვჩნდი, ეს ნამდვილ სიგიჟეს გავდა, მე ხომ ბავშვობის ოცნება ამისრულდა.

როგორც მსახიობი, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ საინტერესო ისტორია ბუნებრივად მოვყვე, თუმცა საბოლოო ჯამში, არასდროს იცი, როგორი რეაქცია ექნებათ კრიტიკოსებსა და მაყურებლებს. ფილმის გადაღება ყოველთვის საიდუმლოებით მოცული პროცესია და იმის კეთება, რასაც მე ვაკეთებ, ყოველ ჯერზე გამოცდის ჩაბარებას ჰგავს. ამასთან, ეს ძალიან სასიამოვნო და ხშირად მხიარული პროცესიც კია.

ჩემი მიზანია კარგად გავაკეთო ჩემი საქმე. არ ვაპირებ სამუდამოდ წასვლას”.

გარემოს დაცვის შესახებ:

"გარემოს დაცვა ყოველთვის იქნება ჩემი პრიორიტეტი. შევქმენი სპეციალური ფონდი, რომელიც ადამიანებს ჩვენი პლანეტის შესახებ მეტის გაგებაში დაეხმარება. ჩემთვის ეს არა მხოლოდ შესანიშნავი გამოცდილება, არამედ მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და ლამაზ ადგილებში მოხვედრის შესაძლებლობაცაა. "

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია August Man-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება