ვარსკვლავების ნამდვილი პროფესიები

ვარსკვლავების ნამდვილი პროფესიები

პოპულარობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ცნობილ ვარსკვლავებს ადვილად არ უვლიათ. ბავშვობაში ყველა მათგანი  სამსახიობო ან სამოდელო პროფესიაზე  სულაც არ ოცნებობდა.

ზოგიერთი მათგანი ექიმობას, სტომატოლოგობას, ფილოსოფოსობას და დიპლომატობას გეგმავდა.

მაგალითად, ცნობილი დიზაინერი კრისტიან დიორი დიპლომატობას აპირებდა. მან პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაშიც კი ჩააბარა, თუმცა პოლიტიკოსობა მალევე გადაიფიქრა და მოდის სფეროზე გადაერთო.

მსახიობ ნატალი პორტმანს რთული როლები და გაუწონასწორებელი პერსონაჟები უყვარს. მათ განსახიერებაში კი ვარსკვლავს ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დიპლომი ეხმარება.

ჯოდი ფოსტერმა და დევიდ დუხოვნიმ პრესიჟული იელის უნივერსიტეტი დაამთავრეს. ორივე მათგანს ლიტერატურა აინტერესებდა.

იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის არის მსახიობი ედვარდ ნორტონიც, რომელიც სერიოზულად იყო გატაცებული ისტორიით და იაპონური ენით და ოჯახური ბიზნესის გაგრძელებაზე ოცნებობდა. თუმცა მისი თაყვანისმცემლების გასახარად, ნორტონმა ოცნებები ვერ აიხდინა.

მსახიობი ბრუკ შილდსი ახალგაზრდობაში ნაკლებად ენდობოდა სარეკლამო აგენტებს. გოგონამ ფსონი ფუნდამენტურ განათლებაზე დადო და პრინსტონის უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. მისი სპეციალობა "ფრანგული ლიტერატურაა".

მუსიკოსი როდ სტუარტი ბავშვობაში სერიოზულად იყო გატაცებული ფეხბურთით, ხოლო მიკ ჯაგერი ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში სწავლობდა, თუმცა სწავლა მალევე მიატოვა.

ბრიტანელი მომღერალი სტინგი პედაგოგიურ კოლეჯში სწავლობდა და სტიპენდია არ ჰქონდა. ამიტომ მას სწავლის პარალელურად ავტობუსის კონდუქტორად მუშაობა უწევდა. ინგლისურ ენასა და მუსიკაში დიპლომის აღების შემდეგ, სტინგი ორი წელი ასწავლიდა კათოლიკურ დაწყებით სკოლაში.

კევინ კოსტნერი სწავლას სერიოზულად უდგებოდა. მან ფულტონის სახელმწიფო უნივერსიტეტი მარკეტინგის განხრით დაასრულა. სტუდენტობის პერიოდში "თეატრით მოიწამლა" და სამსახიობო ხელოვნების კურსებზე დაიწყო სიარული. საბოლოო ჯამში მარკეტინგი დამარცხდა და კევინ კოსტნერმა ცხოვრება ფილმებში თამაშს მიუძღვნა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება