პენტაგონში მასშტაბური საკადრო ცვლილებები იგეგმება

პენტაგონში მასშტაბური საკადრო ცვლილებები იგეგმება

პენტაგონში მასშტაბური საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. "სიმართლე ითქვას, ეს ყველაზე უარესია, როგორც შეიძლება მოვექცეთ ჩვენს თანამშრომლებს, თუმცა ეს აუცილებელია, რადგან ამით 5 მილიარდს დავზოგავთ", - განაცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილე ეშტონ კარტერმა.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით ასევე იგეგმება სამხედრო-საზღვაო ძალების გემებსა და ობიექტებზე გეგმიური სამუშაოების შეწყვეტა. აპრილიდან კი, სავარაუდოდ, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო პერსონალიდან 800 ათას ადამიანს უხელფასო შვებულებაში გაუშვებს.

პენტაგონის ბიუჯეტი 50 მილიარდი დოლარით შეიკვეცება იმ შემთხვევაში, თუ კონგრესში არ შეთანხმდებიან ალტერნატიულ გეგმაზე.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა