საფრანგეთში "სეზარის" ნომინანტები დაასახელეს

საფრანგეთში "სეზარის" ნომინანტები დაასახელეს

საფრანგეთში ქვეყნის მთავარი კინოპრემიის - "სეზარის" ნომინანტები დაასახელეს. პრემიის ფავორიტი ავსტრიელი რეჟისორის მიხაელ ჰანეკეს ფილმი "სიყვარული" გახდა, რომელიც ასევე ოსკარზეა წარდგენილი.

ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ემანუელ რივა კი "სეზარის" ნომინაციაში "საუკეთესო ქალი მსახიობი" არის წარდგენილი. გარდა რივასი, ნომინაციაზე წარდგენილია მარიონ კოტიიარი ფილმისთვის "ჟანგი და ძვალი".

"საუკეთესო მსახიობი მამაკაცის" ნომინაციაში მოხვდა "სიყვარულის" კიდევ ერთი მსახიობი ჟან ლუი ტრენტინიანი.

თავად ჰანეკე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დასახელდა.

ნომინაციები კი ასე გამოიყურება:

”საუკეთესო ფილმი”

"მშვიდობით, ჩემო დედოფალო"

"სიყვარული"

"კამილა რედაბლი"

"სახლში"

"ჟანგი და ძვალი"

"წმინდა ძრავები"

"რა სახელით"

”საუკეთესო რეჟიროსი”

ბენუა ჟაკო, ფილმისთვის "მშვიდობით, ჩემო დედოფალო"

მიხაელ ჰანეკე "სიყვარული"

ნოემი ლვოვსკი "კამილა რედაბლი"

ფრანსუა ოზონი "სახლში"

ჟაკ ოდიარი "ჟანგი და ძვალი"

ლეო კარაქსი "წმინდა ძრავები"

სტეფან ბრიზე , ფილმისთვის Quelques Heures De Printemps

”საუკეთესო მსახიობი”

კატრინ ფროტი

მარიონ კოტიიარი

ნოემი ლვოვსკი

კორინ მასიერი

ემანუელ რივა

ლეა სედუ

ელენ ვინსენტი

”საუკეთესო მამაკაცი მსახიობი”

ჟან-პიერ ბაკრი

პატრიკ ბრუელი

დენის ლევანი

ვინსენ ლინდონი

ფაბრის ლუჩინი

ჟერემი რენიე

ჟან-ლუი ტრენტინიანი

"სეზარის" დაჯილდოების ცერემონია პარიზში, 2013 წლის 22 თებერვალს გაიმართება.

მომზადებულია frace.24-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება