რა საერთო აქვთ მარკუს მეტრეველსა და ეკა კვალიაშვილის ქალიშვილს

რა საერთო აქვთ მარკუს მეტრეველსა და ეკა კვალიაშვილის ქალიშვილს

ქართველ მომღერლებს კარგი დღე რომ არ უდგათ, ამით ვერავის გააკვირვებ. საქართველოდან გაქცევის მსურველთა რიცხვი ქართული შოუბიზნესის რიგებში დღითი დღე მატულობს. ადრე მათ ქვეყნის მოღალატეებად რაცხავდნენ, დღეს კი ეს აღარავის უკვირს. სამუდამოდ წასვლა ჯერ არა, მაგრამ თავიანთი სიმღერების საქართველოდან გატანა ამჯერად ლევან ჩიჩუამ, იმავე თიელმა, მარკუს მეტრეველმა და ეკა კვალიაშვილის ქალიშვილმა, ნუკა გვალიამ გადაწყვიტეს. დუბაიში გაიმართება დეფილე, რომელშიც 18 ქვეყნის ტოპმოდელები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან "იმიჯ ცენტრის" მოდელებიც, რომლებიც თინათინ მაღალაშვილის კოლექციას გაიტანენ ჩვენებაზე. როგორც გავარკვიე, ჩვენება "ვიქტორია სიკრეტისეული" იქნება და სცენაზე მოდელებისა და ქართველი მომღერლების ნახვა ერთდროულად იქნება შესაძლებელი.

მარკუს მეტრეველი

-  მარკუს, როგორ შეირჩა ჩვენებაში მონაწილე მომღერლები?

-  იყო დაკვეთა დუბაიდან, რომ სამი განსხვავებული სტილის მომღერალი სჭირდებოდათ. დიმიტრი ჩხაიძემ, რომელიც "ნიუ-იორკ ფეშენ ლაიფ კორპორეიშენის" წარმომადგენელია საქართველოში, ჩვენი მონაცემები გააგზავნა ღონისძიების ორგანიზატორთან. მოეწონათ და დაგვამტკიცეს.

-  ვიზიტი როდისთვის იგეგმება?

-  18 თებერვალს გავემგზავრებით. სულ ცოტა ერთი კვირის განმავლობაში იქ მოგვიწევს ყოფნა. უკვე დაგეგმილია რამდენიმე მიწვევა იქაურ ტელევიზიებში. ამის შემდეგ იმავე შემადგენლობით დაგეგმილია გასტროლი ეგვიპტესა და ანტალიაში.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება