კრისტენ სტუარტმა "ფიფქიას" რეჟისორს ოჯახი დაუნგრია

კრისტენ სტუარტმა "ფიფქიას" რეჟისორს ოჯახი დაუნგრია

ჰოლივუდის ახალგაზრდა მსახიობის, კრისტენ სტიუარტისა და "ფიფქიას" რეჟისორის რუპერტ სანდერსის გარშემო ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში აგორებული სკანდალი აქტუალობას დღემდე არ კარგავს.

სანდერსი ცოლს, ლიბერთი როსს ეყრება, წერს გამოცემა TMZ. На. განქორწინების შესახებ განცხადება სასამართლოში თავად როსმა შეიტანა, თუმცა ადრე ის აცხადებდა, რომ მზად იყო ქმრისთვის ახალგაზრდა მსახიობთან ღალატი ეპატიებინა.

რეჟისორის მეუღლე, ბრიტანელი მოდელი განქორწინებაზე კრისტენ სტიუარტთან ღალატის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ალაპარაკდა. მაშინ სანდერსმა პირობა დადო, რომ კრისტენს აღარც კი გაეკარებოდა.

თუმცა, როგორც ჩანს, რეჟისორისა და მოდელის ოჯახის გადარჩენა შეუძლებელია. წყვილს ორი მოზარდი შვილი ჰყავს.

კარგ დღეში არც სტიუარტია, მისი და რობერტ პატინსონის ურთიერთობა ცოტა ხნის წინ საბოლოოდ დასრულდა.

მომზადებულია TMZ. На-ს მიხედვით.

იხილეთ ასევე: "კრისტენ სტიუარტის კარიერა დასრულდა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება