რუსეთი საბჭოურ ვარსკვლავებს დაუბრუნდა

რუსეთი საბჭოურ ვარსკვლავებს დაუბრუნდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს გადაწყვეტილებით, სამხედრო-საჰაერო ძალების საფრენ აპარატებზე განმასხვავებელი ნიშნები შეიცვლება. ამჟამად რუსულ სამხედრო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე 2010 წელს მიღებული განმასხვავებელი ნიშნებია დატანილი. წითელ ვარსკვლავის კონტურზე რუსეთის დროშის სამფერიანი კანტები იყო დატანილი.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ახალი განმასხვავებელი ნიშნების წითელ ვარსკვლავების კონტურზე მხოლოდ ვიწრო თეთრი ფერის კონტური იქნება დატანებული. პრაქტიკულად ანალოგიურ ვარსკვლავებს სამხედრო თვითმფრინავებზე საბჭოთა დროს ხატავდნენ.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელმა რუსეთმა სამხედრო ავიაციის განმასხვავებელ ნიშნად ჯერ კიდევ 1917 წელს წითელი არმიის სიმბოლოდ მიღებული ხუთქიმიანი ვარსკვლავი დაიტოვა, რომელიც ხუთი კონტინენტის პროლეტარიატის ერთობას ასახიერებდა. 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირმა განმასხვავებელ ნიშანში მცირე ცვლილება შეიტანა და წითელი ვარსკვლავის გარშემო არსებულ თეთრ წოლს წვრილი წითელი კანტი დაუმატა.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის განმარტებით, ხასხასა ფერის ვარსკვლავები სამფერიანი კანტით, ჰაერში საფრენი აპარატების დემასკირებას იწვევენ. განმასხვავებელი ნიშნების ცვლილების მთავარი მიზეზი საფრენი აპარატის შეფერილობასა და თავად განმასხვავებელ ნიშანს შორის კონტრასტულობის შემცირებაა. ამავე მიზნით, ახალ ვარსკვლავებს ზომებსაც შეუცვლიან და არსებულებთან შედარებით 1,5-ჯერ დააპატარავებენ.

ამჟამად, ვარსკვლავების თემატიკაზე რუსეთის თავდაცვის უწყების ცენტრალური სამეცნიერო ინსტიტუტის მასკირების ცენტრი მუშაობს და ერთდროულად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

განმასხვავებელი ნიშნების შეცვლა - რუსეთის სამხედრო ავიაციაში განხორციელებული პირველი ცვლილება არ არის. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს შოიგუს გადაწყვეტილებით საფრენი აპარატების შეფერილობაში რუხი ფერის გამოყენებაზე უარი ითქვა. ამიერიდან ნაწილებში გადაცემულ ახალ ან გარემონტებულ თვითმფრინავებს და შვეულმფრენებს ბაზირების ადგილის შესაბამისი კამუფლაჟი ექნებათ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე