ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა, სერ ელტონ ჯონმა რამდენიმე კვირის წინ შეძენილი, თავისი მეორე შვილის პირველი ფოტოები საჯაროდ გამოაქვეყნა.
ფოტოების გამოქვეყნების უფლება ჟურნალმა Hello-მ მოიპოვა, რომლის ბოლო ნომრის გარეკანი ვარსკვლავური ოჯახის კოლექტიურმა ფოტომ დაამშვენა. 65 წლის მომღერალს ახალშობილი ბიჭუნა უჭირავს, მის მეორე ნახევარს, დევიდ ფერნიშს კი 2 წლის ზაჰარი უზის კალთაში.
"მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ, ჩვენი სიყვარული უფრო ღრმა და ბევრის მომცველი გახდა. აღმოვაჩინე, რომ მშობლების სიყვარულის შესაძლებლობები უსასრულოა", - აღნიშნა ჟურნალთან საუბრისას ელტონ ჯონმა.
50 წლის დევიდ ფერნიშსა და 65 წლის ელტონ ჯონს პირველი ბიჭუნა სუროგატი დედისგან 2010 წელს შეეძინათ, წელს კი, 11 იანვარს იმავე დედამ მათ მეორე ბიჭი - ელაიჯა გაუჩინა.
მომზადებულია helloonline.com-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ: