ნატალია ვოდიანოვა: "რუსეთში ქუჩაში ხილს ვყიდდი და დედას ფინანსურად ვეხმარებოდი"

ნატალია ვოდიანოვა: "რუსეთში ქუჩაში ხილს ვყიდდი და დედას ფინანსურად ვეხმარებოდი"

რუსმა სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ Daily Mail-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ნატალია რუსეთში გატარებულ ბავშვობის წლებს იხსენებს და ამბობს, რომ ამ წლებმა მას ძლიერი ხასიათი შესძინა. სუპერმოდელმა განაცხადა, რომ ნიჟნი-ნოვგოროდში ქუჩაში ხილს ყიდდა და დედას ფინანსურად ეხმარებოდა.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა: რუსეთის ცივ ზამთარში ხილს ქუჩაში ვყიდდი, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა. ვფიქრობდი, ერთ დღესაც ყველაფერი კარგად იქნება. ვცდილობდი, თავი უკეთ მეგრძნო. მახსოვს, დედას თვიური საშუალო ხელფასი 25 რუბლი იყო. ერთ დღეს სახლში ვბრუნდებოდი და მოულოდნელად ქუჩაში რუბლი ვიპოვე. გახარებული დედასთან მივედი, მან უფლება მომცა, მაღაზიაში წავსულიყავი და საჭმელი მეყიდა. ახლომდებარე სურსათში მივირბინე და ოჯახისთვის საჭმელი ვიყიდე. დღემდე მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი იმ წამს.

დედაჩემით ძალიან ვამაყობ: ჩემი და ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. არასდროს დამავიწყდება როგორ ზრუნავდა დედა მასზე. სკოლას ხშირად ვაცდენდი, რათა დედას მის მოვლაში დავხმარებოდი.

ცხოვრებაში არაფერი გამაკვირვებს: ბავშვობაში ისეთი გაჭირვება გამოვიარე, არ ვიცი ცხოვრებაში რაღა გამაკვირვებს. დღეს რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება მაქვს. დღეს ჩემს გარშემო მხოლოდ ფუფუნებაა. ჩემთვის ძალიან ბევრი კარგი გააკეთეს ბებია-ბაბუამ (დედის დედ-მამა). ბებია ჩემთვის ქალის იდეალია. მახსოვს მხოლოდ 3 წყვილი ფეხსაცმელი და მკვეთრი წითელი ფერის პომადა ჰქონდა, კიდევ რამდენიმე სამკაული. ამ ნივთებს დიდი სიყვარულით უვლიდა და ბებია ყოველთვის ფორმაში იყო.

წარმატების პირველ წელს თავგზააბნეული და დეპრესიული გავხდი: მსოფლიო პოპულარობა 20 წლის ასაკში მოვიპოვე. გავთხოვდი მილიარდერზე, საცხოვრებლად მდიდრულ სახლში გადავედი და უსაყვარლესი ბავშვი გავაჩინე. გულწრფელად გითხრათ, მცირე დროში იმდენად ბევრი დადებითი რამ მოხდა, რომ სიტუაციის გაანალიზება ვერ მოვახერხე. ყველას გვახსოვს, 2004 წელს ბესლანის სკოლაში მომხდარი ტერაქტი. ძალიან მინდოდა ამ ბავშვების დასახმარებლად რაღაც გამეკეთებინა და ჩამოვაყალიბე საქველმოქმედო ორგანიზაცია Naked Heart Foundation. ჩემმა ორგანიზაციამ რუსეთში მცხოვრები პატარების დასახმარებლად 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა. ბედნიერი ვარ, რომ სათამაშო მოედნები ობოლთა თავშესაფრებში, საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში ავაშენეთ.

ყველაზე მეტად ვარჯიში მეზარება: ხანდახან ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის გარეშე ცხოვრება შესანიშნავი იქნებოდა. მიყვარს ძილი და ჩემი ნება რომ იყოს, მთელი დღე ლოგინში ვინებივრებდი. არ მიყვარს ვარჯიში და არც ვვარჯიშობ. უბრალოდ პარიზის ქუჩებში ფეხით დავდივარ, მეოთხე სართულზე ვცხოვრობ და ლიფტით არასდროს ვსარგებლობ და ხანდახან ველოსიპედით ვსეირნობ, სულ ეს არის.

მოდელობას თავს არ დავანებებ: ხშირად გამიგონია, მოდელი 25 წლის ასაკის ზემოთ პოდიუმს ამძიმებსო, მაგრამ ვფიქრობ, სინდი კროუფორდმა ეს მოსაზრება გააცამტვერა. მისი წარმატების საიდუმლო მხოლოდ ლამაზ სხეულში არაა, ის მიზანდასახულია.

ბევრი შვილის დედობა მინდა: 30 წლის ასაკში 3 შვილის დედა ვარ, მაგრამ კიდევ ბევრი ბავშვი მინდა. ვფიქრობ, სახლში 5 ბავშვი შესანიშნავია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

- ნატალია ვოდიანოვამ სტიუარტ ვაიცმანის ფეხსაცმელები მოირგო

- ნატალია ვოდიანოვა და ჯონათან რიზ მაიერსი სასიყვარულო დრამაში - Belle Du Seigneur

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება